მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7113.3
0.027
flag
AZN 1.5994
0.0056
flag
CNY 38.183
0.0142
flag
EUR 3.1522
0.0115
flag
GBP 3.629
0.0205
flag
KZT 50.52
0.002
flag
TRY 0.0648
0.0002
flag
USD 2.72
0.0095

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

პროექტებს შორისაა საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები და მხარდაჭერილი ინიციატივები, რომელთა მეშვეობით, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის დაფინანსება, როგორც ლოკალურ ასევე მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში.

საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 პარტნიორ უნივერსიტეტში

ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი მესამე წელია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 350-ზე მეტი გამარჯვებული, ყოველწლიურად მათი რიცხვი კი კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ, რაც მათ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა  გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც ოთხი ადგილობრივი უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge 

ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით საზღვარგარეთ

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

სწავლა დიდ ბრიტანეთში - 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სწავლა ამერიკაში - 2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის  მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.

სწავლა გერმანიაში - კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს შესაძლებლობა აქვთ, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 6 სტიპენდიატი.

თუ შენც გსურს, გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები ვებგვერდზე stipendia.bog.ge  და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით არის გაზრდილი - TAV Georgia

23.10.2025.16:38

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით არის გაზრდილი. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  უკვე მესამედ, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი დაასახელეს ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ტავ ჯორჯია მართავს და მოთხოვნა მის მომსახურებაზე წლიდან წლამდე იზრდება.
2025 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა ბათუმის აეროპორტში 32%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი - 90%.
მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში პირველად, ის ერთი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა (213,636). ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა“, - აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა