მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები ქმნის განათლების შესაძლებლობას 120 000-ზე მეტი სტუდენტისთვის

news image

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 120 000-ზე მეტ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს შორისაა: 

საქართველოს ბანკის სტიპენდიები

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად,  საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. წელს საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. 

  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას  განაცხადი ყოველწლიურად შეავსონ და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 22 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. 165-ზე მეტი სტუდენტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. 

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია

საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ოთხი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

  • სწავლის დაფინანსების მიღება საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია;
  • სტიპენდიატები აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან;
  • თითო უნივერსიტეტიდან  მინიმუმ 1 სტუდენტი დაფინანსდება.

სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

UniGrant – საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდია

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, მიიღოს სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საცხოვრებელი ხარჯებისთვის. 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია VIP Warehouse-ის დატვირთულობა და რა გეგმები აქვს გიორგი ლომთათიძეს ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით

04.07.2025.10:00

VIP Warehouse / ვიპ საწყობი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს, ბაზარზე პოზიციონირებს როგორც  ყველაზე დაბალი საიჯარო ქირის მქონე ინფრასტრუქტურა. როგორც Business Insider Georgia-სთან VIP Warehouse-ის დამფუძნებელმა გიორგი ლომთათიძემ განაცხადა, საწყობები გათვლილია მშრალი ტიპის პროდუქციაზე. ინფრასტრუქტურა აერთიანებს როგორც ბეტონით აშენებული საწყობებს, ასევე თუნუქით და სენდვიჩ პანელითგამართულ საწყობებს.

საერთო ჯამში, კომპლექსი 3.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, ხოლო სასაწყობე ფართი 18,000 კვადრატულ მეტრს აღწევს.

ლომთათიძის თქმით, მომხმარებელთა მხრიდან უფრო მაღალი მოთხოვნა სენდვიჩ პანელისა და ბეტონის ტიპის შენობებზე ფიქსირდება, რაც ტემპერატურის უკეთესი შენარჩუნების შესაძლებლობით აიხსნება.

2024 წელს VIP Warehouse სრულად – 100% დატვირთვით ფუნქციონირებდა, თუმცა მიმდინარე წელს დატვირთვა 85-90%-მდე შემცირდა. კომპანიის მფლობელი ამას კონკურენციის ზრდას და რეგიონში ახალი საწყობების განვითარებას უკავშირებს.

თუმცა კონკურენციის ზრდის მიუხედავად კომპანიას ტარიფებისთვის არ გადაუხედია და უცვლელად ინარჩუნებს.

გიორგი ლომთათიძის თქმით, ის პარტნიორებთან ერთად თბილისის შემოვლით გზაზე, თბილისის გეზ-ის მიმდებარედ, 15 ათას კვ/მ-ზე სასაწყობე მეურნეობას აშენებს, სადაც ​ინვესტიცია 2 მლნ ევროზე მეტია და მისი მშენებლობა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. 

„საწყობების ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა იზრდება, მით უმეტეს, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს. სახელმწიფოს პოლიტიკაც ამ მიმართულებითაა ორიენტირებული – შეიქმნას მეტი ლოგისტიკური პროექტი“, – აცხადებს ლომთათიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა