მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103.7
-0.0038
flag
AZN 1.5818
-0.0006
flag
CNY 38.761
0.0023
flag
EUR 3.1701
-0.0202
flag
GBP 3.6736
-0.0112
flag
KZT 53.45
0.0022
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.6893
-0.0009

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა

news image

საქართველოს ბანკის გზავნილების აქცია ემიგრანტებისთვის დასრულდა. „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის გამარჯვებული ამერიკაში მცხოვრები ვაჟა სინჯარაძე გახდა, რომელმაც სუპერპრიზი 10,000 ლარი მიიღო. 

„გზავნილის გაგზავნა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და არასდროს მიფიქრია, რომ ამას დამატებითი სარგებელი მოჰყვებოდა. როცა გავიგე, რომ სუპერპრიზის გამარჯვებული გავხდი, თავიდან მართლა ვერ დავიჯერე, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს დიდი მხარდაჭერა და სასიამოვნო მოულოდნელობაა - მით უფრო მაშინ, როცა სამშობლოსგან შორს ცხოვრობ”, - გვიზიარებს გამარჯვების ემოციებს ვაჟა სინჯარაძე.

გათამაშებაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. მის ფარგლებში სულ 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მათგანმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერპრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი  72,000 ლარი გათამაშდა.

გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვინც საკუთარ თავს გზავნილს გაუგზავნიდა და მას საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებდა.  წესები მარტივი იყო: ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) ერთ ბილეთს წარმოადგენდა, ბილეთები კი ავტომატურად გროვდებოდა. 

„მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში ამდენი ადამიანი ჩაერთო და სუპერპრიზიც გათამაშდა. მსგავსი წამახალისებელი  ინიციატივები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას დამატებითი სარგებელი მიიღონ. წლის განმავლობაში კიდევ არაერთი წამახალისებელი კამპანია არის დაგეგმილი, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებზე იქნება მორგებული”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, შემოუერთდით Facebook ჯგუფს და პირველებმა გაიგეთ საქართველოს ბანკის მიერ, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, დაგეგმილი წამახალისებელი კამპანიების, შეთავაზებებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „კოხტა უბანი“ შენდება

04.02.2026.12:56

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობას. ამჯერად, გლდანში, I მიკრორაიონში, ანგია ბოჭორიშვილის 37-ში კომპანია კოხტა უბანი ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. 

დეველოპერული კომპანია კოხტა უბანი სამშენებლო ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გამოირჩევა უნიკალური დიზაინის პროექტებით და მაღალი ხარისხის მშენებლობებით. კოხტა უბნის საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც მრავალბიანიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების, ისე ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. 

ახალი საცხოვრებელი პროექტი მოსახერხებელი ლოკაციით გამოირჩევა, მდებარეობს ახმეტელის მეტროდან რამდენიმე წუთის სავალზე. აღნიშნული პროექტი უნიკალურია არქიტექტურით, ითვალისწინებს მოპირკეთებას ბუნებრივი ქვითა და მუქი მეტეხის აგურით. მნიშვნელოვანია, რომ შენობა აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებით, რაც ინფრასტრუქტურის პირობების დაცვას გულისხმობს. ბინების მინიმალური ფართი 47 კვ.მ.-დან იწყება. აღსანიშნავია, რომ კოხტა უბნის პროექტებით ლოკალური უბნები უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება, შენობების საინტერესო კონცეფცია კი მომავალი მობინადრეებისთვის თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის.

პროექტი დასრულდება 2028 წელს და მომავალ მაცხოვრებელს ჩაბარდება თეთრი ან მწვანე კარკასის კონდიციაში.

ბაზისბანკი, კოხტა უბნის გლდანის I მიკრორაიონში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზობთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა