მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისთვის

news image

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ცნობიერების გასაზრდელად კი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. 

მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებზე მიღება უკვე დაიწყო:

STEM სკოლა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება უკვე მიმდინარეობს და 2 მარტამდე გაგრძელდება

STEM სკოლა  VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 

გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.

ინფორმაციისთვის, STEM სკოლა უკვე 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

STEM სკოლაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

Code IT

პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, Code IT-ზე მიღება დაიწყო. პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

Code IT საქართველოს ბანკის, ICT-ის ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია და მასში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) იმართება.

Code-IT-ის ფარგლებში, ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს და პროგრამაზე სწავლა სრულად არის დაფინანსებული. 

ევერესტი

მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება და 27 მარტამდე გაგრძელდება. 

პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მეორე ტური კი დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება

24.04.2026.18:42

27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.

ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;

• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;

• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.

ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა