საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას.
„საქართველოს ბანკი“, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი და წარმოდგენილია ისეთ გლობალურ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა - HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.
„ვულოცავ „საქართველოს ბანკს“ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს არის მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ქართული საბანკო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის. სწორედ ქართული საბანკო სექტორი არის ბოლო პერიოდში არაერთი გავლენიანი სარეიტინგო კომპანიისა თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი. ეროვნული ბანკი როგორც საფინანსო სექტორის რეგულატორი ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა იყოს კიდევ უფრო მდგრადი, სანდო და მიმზიდველი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100 ინდექსში შევიდა. ასეულში გადანაცვლებას წინ უძღოდა მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტების შექმნა, მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა, რეგიონული გაფართოება და სხვა.
Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.
Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა. 2012 წელს კი იგი FTSE 250-ის წევრი გახდა.
სხვა სიახლეები
საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები - მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში
05.03.2026.14:28
SOLO 8 მარტის დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საგაზაფხულო შეთავაზებებს სთავაზობს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ ობიექტებში SOLO ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხა ქეშბექის სახით დაიბრუნონ.
7 მარტი - City Mall
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ City Mall-ის 50-ზე მეტ მაღაზიას და SOLO Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში მიიღონ 20%, 25%, 30% ან 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი.
1-8 მარტი - სპა ცენტრები
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ პარტნიორ სპა ცენტრებს და SOLO Visa ბარათით გადახდისას დაიბრუნონ 40% (მაქსიმუმ 300 ლარი). შეთავაზება მოქმედებს აღნიშნულ ობიექტებში:
• ენ სემონინ სპა ბათუმი (რადისონ ბლუ ბათუმი);
• ენ სემონინ სპა თბილისი (რადისონ ბლუ ივერია);
• ეფორეა სპა (ჰილტონ ბათუმი);
• ტელეგრაფ ველნესი;
• ნეპტუნი;
• აქსის თაუერს ველნეს ცენტრი.
6-8 მარტი - ICR Home
ICR Home-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში SOLO ბარათით გადახდისას მომხმარებლები 25% ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 500 ლარი).
8 მარტი — პარფიუმერიის მაღაზიები
სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს პარტნიორ პარფიუმერიის მაღაზიებშიც.
Lutecia-ს, Voulez-vous-სა და ICI Paris-ის მაღაზიებში SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30% ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულ ობიექტში).
ხოლო, Artinscent-ის მაღაზიაში შოპინგისას 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ (მაქსიმუმ 300 ლარი).
2-8 მარტი - Amelie
ის მომხმარებლები, რომლებიც Amelie-ში SOLO Visa ბარათით გადაიხდიან, დახარჯული თანხის 30% დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 200 ლარი).
ინფორმაციისთვის, ქეშბექის მისაღებად გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალით ან გადახდის არხით, თანხა კი 3 დღის ვადაში დაგიბრუნდებათ.
თუ ჯერ არ გაქვთ SOLO visa ბარათი, შეუკვეთეთ ონლაინ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.