საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გრძელდება
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის განვითარების და დამატებითი რესურსების გაზიარების გზით. სწორედ ამიტომ, 23 ივნისიდან საქართველოს ბანკმა დაიწყო საჩუქრების კამპანია, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს არაერთ ბენეფიტს სთავაზობს:
კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ:
Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად და ქეშბექი — კამპანიაში ჩართული ბიზნესები მიიღებენ Mastercard ბიზნეს ბარათს, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
ბიზნეს ნაკრები M პაკეტი 3 თვის განმავლობაში სრულიად საკომისიოს გარეშე — ეს პაკეტი აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.
გადარიცხვები საკომისიოს გარეშე - ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი:
• გადარიცხვები ლარში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;
• უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები — საკომისიოს გარეშე.
ფულადი პრიზების გათამაშება — ყველა მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას, ავტომატურად ერთვება გათამაშებაში, სადაც შეუძლია მიიღოს:
• 100 ლარი — ყოველი მე-1000 ტრანზაქციისთვის;
• 12 500 ლარი — ყოველი მე-10 000 ტრანზაქციისთვის.
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე გახსნიან მას დისტანციურად;
• იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) დაარეგისტრირებენ საქართველოს ბანკის ფილიალში და იქვე გახსნიან ბიზნეს ანგარიშს;
• იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს საქართველოს ბანკის ფილიალებშიც შეუძლიათ შპს-ს რეგისტრაცია ან ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება და ბიზნეს ანგარიშის ადგილზე გახსნა, რაც პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.
„ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ ბიზნესებისთვის საბანკო ოპერაციებზე წვდომა და მათ ციფრული არხების გამოყენებისას რეალური სარგებელი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კამპანიით მცირე და საშუალო ბიზნესს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ. ამავდროულად, ბანკის ფილიალებში ბიზნესის რეგისტრაციის შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯია მეწარმეობის ხელშეწყობისკენ და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით ინტერესი მზარდია“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
კამპანიაში გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც
ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.