მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის

news image

საქართველოს ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საახალწლო შეთავაზებები მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, სტუდენტებს, ჩამოთვლილ მაღაზიებში, საქართველოს ბანკის Student card-ით გადახდისას, თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებთ.  

25 დეკემბერი - Dressup-ის ონლაინ მაღაზიასა და აუთლეტში 40%-იანი ქეშბექი;(მაქსიმუმ 100 ლარი) 

26 დეკემბერი - Kiko Milano-ში  50%-იანი ქეშბექი;(მაქსიმუმ 50 ლარი) 

27 დეკემბერი - Board Game Corner – ში 50%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 100 ლარი)

28 დეკემბერი - Sulakauri Publishing - 40%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)

29 დეკემბერი - Ici Paris – 30%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 100 ლარი)

30 დეკემბერი - Miniso - 40%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)

22-31 დეკემბერი - Beko - ს მაღაზიებში Beko-სა და HP-ის ლეპტოპებზე 20%-იანი ქეშბექი.  (მაქსიმუმ 300 ლარი)

საქართველოს ბანკის Student card-ის აღება შეგიძლიათ ყველას, თუ ხართ 18-23 წლის. მას ძალიანმარტივად, ონლაინ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაიაქტიურებთ.

საქართველოს ბანკის ყველა შეთავაზება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პრემიუმ საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამყარებს ბიზნესს: ICE-ის 2025 წლის შედეგები და 2026 წლის ხედვა

25.12.2025.18:00

თანამედროვე ბიზნეს გარემოში შენობები აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე. მათი უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და უწყვეტი ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციების ოპერაციულ სტაბილურობასა და რისკების მართვას. სწორედ ამიტომ, საინჟინრო სისტემები - ლიფტები და HVAC სისტემები დღეს ბიზნესისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.
2025 წელი ამ ტენდენციის მკაფიო დასტური გახდა საქართველოს დეველოპერული და ინფრასტრუქტურული ბაზრისთვისაც.

2025 წლის შედეგები: მასშტაბური პროექტები და ტექნიკური მიღწევები

გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შევიდა აქტიურ ექსპლუატაციაში, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნები იყო უსაფრთხოებაზე, გამტარობაზე და სისტემების საიმედო მუშაობაზე. ასეთ პროექტებს შორისაა ვარკეთილი მოლი, ორბი ბაგრატიონი, არსენალ რეზიდენსი, პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე, ფიგურები და ნიუ გრუპის პროექტები.
წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ტექნიკურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორბი ბაგრატიონისა და ფიგურების პროექტები, სადაც დამონტაჟდა Otis-ის პრემიუმ ბრენდის ლიფტები 100 მეტრამდე სვლის სიმაღლით - გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს ზუსტ საინჟინრო გათვლებსა და მაღალ პროფესიონალურ მონტაჟს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არსენალ რეზიდენსის პროექტიც, სადაც გამოყენებულია Otis-ის პრემიუმ კლასის ლიფტები Porsche Studio-ს დიზაინერების მიერ სპეციალურად Otis-ისთვის შექმნილი კაბინებით. ეს მაგალითია იმისა, როგორ ერწყმის საინჟინრო ფუნქციონალი დიზაინსა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას.
საჯარო სექტორში განხორციელებულ პროექტებს შორისაა პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე, სადაც დამონტაჟდა 14 ერთეული LG-ის ბრენდის ლიფტი - ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლისთვისაც უსაფრთხოება და უწყვეტი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

ზრდა, რომელიც ასახავს ბაზრის მოთხოვნას

2025 წელს კომპანიის ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი არ არის მხოლოდ ფინანსური შედეგი — ის ასახავს ბაზარზე მზარდ მოთხოვნას პრემიუმ, სანდო და გრძელვადიან საინჟინრო გადაწყვეტილებებზე.
დეველოპერები და ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ინსტალაციას, არამედ სისტემების გამართულ მუშაობას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.

ვინ არის ICE და რა როლს ასრულებს პარტნიორთა წარმატებაში?

ICE საინჟინრო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ლიფტებისა და HVAC სისტემების იმპორტს, 
მონტაჟს, ტექნიკურ მომსახურებასა და მოდერნიზაციას. კომპანიის მთავარი მიდგომა სრულ 
ციკლზე პასუხისმგებლობის აღებაა - დაგეგმვიდან და მონტაჟიდან, შემდგომ სერვისსა და 
სისტემების განახლებამდე.
ICE თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, მათ შორის Otis, Carrier, Mitsubishi Heavy Industries, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოს ბაზარზე დანერგოს გლობალური უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები. ამ თანამშრომლობის ღირებულება რეალურად აისახება სისტემების საიმედოობაზე, ენერგოეფექტურობასა და ტექნიკურ 
პროგნოზირებადობაზე.

რატომ არის ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2026 წელს?

თანამედროვე შენობებში საინჟინრო სისტემების როლი მუდმივად იზრდება. უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება, ენერგოეფექტურობის მოთხოვნები მატულობს, ხოლო ბიზნესისთვის ოპერაციული რისკების შემცირება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
პრემიუმ საინჟინრო მიდგომა ამ კონტექსტში გულისხმობს სწორ დაგეგმვას, რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, მოდერნიზაციის შესაძლებლობას და სისტემების გრძელვადიან მართვას — ფაქტორებს, რომლებიც ბიზნესს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას სთავაზობს.

2026 წლის ხედვა

მომავალი წლისთვის კომპანია ზრდის ტენდენციის გაგრძელებას და გაუმჯობესებას გეგმავს. ძირითადი ფოკუსი გაკეთდება პრემიუმ დეველოპერულ პროექტებზე, მოდერნიზაციის მიმართულების გაძლიერებასა და გრძელვადიანი სერვის კონტრაქტების გაფართოებაზე.
ICE-ის ხედვა ეფუძნება პასუხისმგებლიან საინჟინრო მიდგომას - შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
საინჟინრო სისტემები ხშირად შეუმჩნეველია, სანამ ისინი გამართულად მუშაობს. სწორედ ეს სტაბილურობა ქმნის ბიზნესის სიმშვიდეს. 2025 წლის შედეგებმა ცხადყო, რომ ბაზარი სულ უფრო მეტად აფასებს იმ კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ამ „უხილავი“, მაგრამ კრიტიკული სისტემების გრძელვადიან ფუნქციონირებაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა