მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

საქართველოს ბანკის QR განვადებით შოპინგი მომგებიანია - მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

news image

საქართველოს ბანკი შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს.  22 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც QR განვადებით 1,000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთს შეიძენს, საჩუქრად 20,000 PLUS ქულას მიიღებს.

QR განვადება მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისია, რომელიც შესაძლებლობას  გაძლევთ, სასურველი ნივთის შესაძენად  განვადება, ყოველგვარი საბუთებისა და რიგების გარეშე,  სულ რამდენიმე წუთში დაიმტკიცოთ. 

სად შეგიძლიათ ისარგებლოთ QR განვადებით?

QR განვადებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 1,500-ზე მეტ ობიექტში შეგიძლიათ. მათ შორის: ალტა, გორგია, ელიტ ელექტრონიქსი, კენარი, ზუმერი, იუსკი, ტექნო ბუმი, თაიმი, კონტაქტი, iSpace, iPlus, მეგატექნიკა და სხვა. 

როგორ მუშაობს QR განვადება?

  1. ლიმიტის წინასწარი შემოწმება 

მობილბანკში შეგიძლიათ წინასწარ შეამოწმოთ გაქვთ თუ არა განვადების ლიმიტი დამტკიცებული. ამისთვის მობილბანკის მთავარ გვერდზე, მენიუში, გადადით ჰაბზე და შემდეგ აირჩიეთ „შეთავაზებები და განაცხადები“.

  1. QR კოდის დასკანერება

ნივთის შერჩევის შემდეგ, მაღაზიაში, სალაროსთან დაასკანერეთ საქართველოს ბანკის QR კოდი და გაიარეთ ავტორიზაცია მობილბანკით.

  1. განაცხადის შევსება:
  • მიუთითეთ ნივთის ღირებულება;
  • აირჩიეთ განვადების ვადა და გადახდის რიცხვი.
  1. პირობების დადასტურება

 გაეცანით ხელშეკრულებას და დაეთანხმეთ პირობებს.

  1. ნივთის მიღება

ხელშეკრულების დადასტურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება და SMS-ის სახით უნიკალურ 8 ნიშნა კოდს მიიღებთ, რომელიც მოლარეს უნდა უკარნახოთ. ნივთს კი მაშინვე მიიღებთ. 

აღსანიშნავია, რომ პარტნიორ ობიექტებში უკვე მოქმედებს შავი პარასკევის ფასდაკლებები. QR განვადება კი თავის მხრივ, პროცესს უფრო მარტივს, სწრაფს და მომგებიანს ხდის.

მოგების სტატისტიკის ლაივ რეჟიმში სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ამ ბმულზე კი  თქვენთვის ხელმისაწვდომი განვადების ლიმიტს გაიგებთ: https://go.bog.app/ngj2/yk91rwyq

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „წნული“ მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

09.04.2026.14:00

„წნული მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.

შევიძინეთ ლაზერული დანადგარი, რომლის მეშვეობით სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და დაჩქარდა. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც სწრაფად მზადდება და ამავდროულად ინარჩუნებს ხარისხსა და ესთეტიკას.
პროდუქცია გადავიყვანეთ ხის ძირზე, რაც გულისხმობს, რომ კალათები შესრულებულია ხისა და წნულის კომბინაციით - ძირი არის ხის, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოქსოვილია წნულისგან. შედეგად, პროდუქტი გამოდის უფრო მყარი, ფორმაში სწორად დაცული და ვიზუალურად გამორჩეული.

დღესდღეობით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მსგავსი ტიპის პროდუქციაზე, რადგან მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროდუქტის როგორც ესთეტიკურად, ისე პრაქტიკულად განთავსება.

ვთანამშრომლობთ არაერთ კომპანიასთან - არა მხოლოდ სააღდგომო პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით აქტიურია თანამშრომლობა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან და იმ ბიზნესებთან, რომლებიც კალათებს ბოსტნეულისა და სხვა პროდუქციისთვის იყენებენ. ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან“, „სუპერმარკეტ საბურთალოსთან“ და სხვა მსხვილ კომპანიებთან.

ამჟამად, ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური კალათები, ასევე სამეული კომპოზიციები. გვაქვს სხვადასხვა ფორმა: მრგვალი, ოთხკუთხედი და მართკუთხედი, სადაც მარტივად თავსდება სააღდგომო კვერცხები, პასკები და სხვა პროდუქტები.

კალათები გამოირჩევა როგორც პრაქტიკულობით, ისე ესთეტიკით, რაც მათ იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც საჩუქრისთვის, ისე სადღესასწაულო სუფრისთვის.
ფასი იწყება 19 ლარიდან, სამეული კალათების ღირებულება 150–200 ლარის ფარგლებში მერყეობს. კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში, ფასი რაოდენობის მიხედვით იცვლება.

მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ახალი პროდუქციის გამოშვებისას კი განსაკუთრებით მატულობს “, - აცხადებს დავით პარკაძე.

ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა