მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

საქართველოს ბანკის პროფესიული სტიპენდიების პროექტი დაიწყო - გაეცანით ირაკლი ასათიანის ისტორიას

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც პროფესიის ცვლილებით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება.

დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, დაეუფლოს ახალ პროფესიას ან შეიცვალოს კარიერული მიმართულება. ამისათვის, მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge  

 
როცა ჟინი არასტანდარტულ გზას გაჩვენებს - ირაკლი ასათიანის ისტორია

პროფესიის შეცვლა და ახალი გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას მოითხოვს – სწორედ ასეთი ნაბიჯის შესახებ მოგვითხრობს ირაკლი ასათიანის ისტორია.

დილით ლექციები პოლიტოლოგიასა და ისტორიაში, საღამოს დაუსრულებელი საქმე რესტორნის სამზარეულოში. ასე გამოიყურებოდა 19 წლის ირაკლის ცხოვრება გერმანიაში, სადაც სასწავლებლად იყო წასული. სწორედ ამ რუტინაში იპოვა ის, რაც ნამდვილად უყვარდა.

“ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს. პროფესიასაც შეგაცვლევინებს და 19 წლის ასაკში, გერმანიაში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლიდან, კულინარიის სფეროშიც მოგახვედრებს”, – იხსენებს ირაკლი, რომელმაც მალევე აღმოაჩინა, რომ ეს უკვე მხოლოდ სამსახური აღარ იყო.

ინტერესმა იქამდე მიიყვანა, რომ რესტორნის შეფთან მივიდა და პირდაპირ სთხოვა, ყველაფერი ესწავლებინა მისთვის. შეფის პასუხმა მის ცხოვრებას სრულიად ახალი მიმართულება მისცა.

“შეფის სიტყვებმა მიმაღებინა გადაწყვეტილება: თუ ამ სფეროს კარგად ისწავლი, ყველა ქვეყანაში შეძლებ მუშაობას, რადგან ჭამა ყველას სჭირდებაო”.

გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ოჯახმა, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ირაკლი გერმანიაში სასწავლებლად გაეშვა, ეს ცვლილება რთულად მიიღო. მით უმეტეს, იმ დროს საქართველოში მზარეულის პროფესია არც ისე დაფასებული იყო.

მიუხედავად ამისა, ირაკლი საკუთარ ინტუიციას და ჟინს მიჰყვა, მიატოვა პოლიტოლოგიის სწავლა და კულინარიას მიუძღვნა თავი.

“როცა საქართველოში 25 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა შეფი გავხდი, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი ჩემი შრომის შედეგი”.

რა თქმა უნდა, გზა წარმატებისკენ ადვილი არ ყოფილა. საჭირო იყო შრომა, თავდაჯერება და ნებისყოფა. ირაკლის ისტორია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ კარიერული ცვლილება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვენდოთ საკუთარ ინსტინქტებს.

“ალბათ, ჩემს ახალგაზრდა თავს ვეტყოდი, რომ ყოფილიყო მეტად თავდაჯერებული. განათლებისთვის და საკუთარი გზის ძიებისთვის არასდროსაა გვიან. თუ გიჩნდება განცდა, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსიას ჯერ არ შეხვედრიხარ, ესე იგი ყველაფერი წინ გაქვს”.

გამოიჩინე გამბედაობა, შენც გადადგი ნაბიჯი და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკის სტიპენდია გაძლევს შესაძლებლობას, მიიღო სწავლის სრული დაფინანსება 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, მათ შორის: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და ტურისტერის პარტნიორობით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართა

25.09.2025.23:46

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა.

ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალის წარმოჩენა, მათი კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციის მონაწილეები სამთო-სათხილამურო ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ.

“ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პირდაპირი ჯავშნები, ე.წ. დესტინაციის მენეჯმენტი, სოციალური მედია არხებისა და ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ღონისძიება ასევე კავკასიის ჭრილში რეგიონულ მიმოხილვას, ინდუსტრიაში კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე კერძო სექტორს მივეცით პრაქტიკულად ცოდნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ნებისმიერ დროს გაყიდვები გაზარდონ და როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის კუთხით, გაძლიერდნენ“ - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციის პარტნიორები ვართ. ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნასაც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია, განვითარდნენ და გაიზიარონ თანამოაზრეების გამოცდილება. საქართველოს ბანკი აქტიურად დგას ბიზნესის გვერდით. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პლატფორმას და ღონისძიებებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საჭირო ცოდნასა და სანაცნობო ქსელს, რათა ისინი გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო წარმატებულები“, - განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინსტიტუტი არის ქართული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა მდგრადი ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სექტორების განვითარების, კვლევის, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინოვაციური სტრატეგიების განხორციელების გზით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა