მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოა საქართველოში - Global Private Banker

news image

საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება Global Private Banking Innovation Award-ის ფარგლებში, საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.

გამარჯვებულების გამოსავლენად, Global Private Banker-ი სხვადასხვა კრიტერიუმებს ეყრდნობა, მათ შორის, ციფრულ ინოვაციებს, მომხმარებლის გამოცდილებას და ჩართულობას, ფინანსურ და ბიზნეს შედეგებსა და კორპორატიულ სტრატეგიას.

აპლიკაციების საფუძველზე, ფინანსური ინსტიტუტები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო შეთავაზებების შექმნას, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს სრულად ერგება და გამორჩეული საბანკო გამოცდილებას განაპირობებს. 

 „წელს, Global Private Banking Innovation Awards 2025-ის ფარგლებში რეკორდული განაცხადების რაოდენობა შემოვიდა. გამარჯვებულებს შორის კი დასახელდნენ ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Deutsche Bank Private Bank, Bank of America Private Bank, HSBC Global Private Banking და Maybank Private. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტები გააგრძელებენ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომების შენარჩუნებას საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მომხმარებლებს შესთავაზონ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული გამოცდილება“, - ვკითხულობთ Global Private Banker-ის განცხადებაში.

“მოხარული ვართ, Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებისთვის მონიჭებული აღიარებით, რომელიც დაფასებაა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის - შევქმნათ საქართველოში საუკეთესო პრემიუმ საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ჩვენი მიზანი ერთია - დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, სწორედ ამიტომ, ჩვენი ბანკირები და ჩვენი გუნდის წევრები ყოველ ნაბიჯზე მომხმარებლების გვერდით არიან და სთავაზობენ მხარდაჭერას მათი მიზნების განხორციელების პროცესში. ადამიანური კავშირები, წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მუდმივი სწორება ინოვაციასა და განვითარებაზე არის ის, რაც ქმნის საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას - Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების საუკეთესოდ აღიარება საქართველოში კი თითოეული გუნდის წევრისთვის წარმოადგენს სტიმულს, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული პრემიუმ გამოცდილება და შევქმნათ საუკეთესო ბანკი საქართველოში“, - დეა კილაძე, საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა გეგმები აქვს „ორბი ჯგუფს“ სტუმარმასპინძლობის სფეროში - ირაკლი კვერღელიძე

10.06.2025.20:30

„ორბი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმრო ინდუსტრიისთვის კიდევ 14 ათასი ნომრის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა. მანვე ყურადღება გაამახვილა თბილისში  „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტზე, სადაც ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარს აღწევს.

 „დღეისათვის „ორბი ჯგუფს“ ბათუმსა და ბაკურიანში ოპერირებაში აქვს დაახლოებით 16 ათასამდე ნომერი. სამომავლოდ ბათუმში იგეგმება 14 ათასი ნომრის დამატებით აშენება და შესაბამისად ოპერირება. ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ასევე ჩვენ დავიწყეთ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის „ცენტრალ პარკ თაუერსის“ განხორციელება, რომელიც არის უნიკალური საინვესტიციო პროდუქტი. მისი საინვესტიციო მოცულობა თითქმის 500 მლნ დოლარს აღწევს, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქალაქში 12 ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას, უზრუნველყოფს მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და უზრუნველყოფს საკმაოდ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ღონისძიებათა დაგეგმვის მიმართულებით ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას.

რადგანაც ამ კომპლექსში გარდა 8 ახალი საერთაშორისო რესტორნების ოპერატორისა იქნება ახალი ბრენდების მოლი, რომელსაც ბრიტანული ბრენდი ჰაინიკოლსი გაუწევს ოპერირებას, ჰაინიკოლსის ბრენდის ქვეშ იქნება და იქნება ყველაზე დიდი ივენთჰოლი 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარებას. ის გათვლილია დაახლოებით 3000 ადამიაზე, რაც რა თქმა უნდა ქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად განვითარდეს ქალაქი და შესაბამისად თავისი ეკონომიკური წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა