მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

news image

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა.

პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 10 ავტომობილი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. აუქციონის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილი საბაზრო ღირებულებაზე 2-3 ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ.

ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ყველა საფასო კატეგორიის ავტომობილს იპოვით. კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე არსებული ავტომობილების გარდა, გზაში მყოფი ავტომობილები შეიძინონ ან საკუთარი მანქანა დააყენონ, მის გაყიდვაში კი კომპანია დაეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ ლაივ აუქციონი პერიოდულობით, ყოველ შაბათს გაიმართება. გარდა ამისა, 9 ოქტომბრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი ავტომობილი ონლაინ, www.lionauctions.com - ზე შეიძინონ.

ინფორმაციისთვის, ლაიონ აუქციონი IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ერთგული პარტნიორია და წლებია საქართველოში ავტო ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ლაიონ გრუპთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ. წლიდან-წლამდე კი ეს ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. აუტო აუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ავტო აუქციონის პარალელურად, საქართველოში IAA-ის (Insurance Auto Auctions) ოფიციალური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს. ეს ყოველივე კი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც როგორც ინდუსტრიულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“ - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია - WeJet

10.03.2026.14:00

გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაზარს ახალი სერვისი „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შესთავაზა და რომელიც ამ დროისათვის ჩინეთში ბიზნეს ტურების ორგანიზებას გულისხმობს, არსებული მოთხოვნით კმაყოფილია.

როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, სერვისი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიამ სპეციალური ვებსაიტი ამოქმედდება, სადაც ჩინეთში დაგეგმილ გამოფენებზე დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

„ვებგვერდზე business.widget.ge განთავსებული იქნება ინფორმაცია ჩინეთის გამოფენების შესახებ, და ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ამ გამოფენების ონლაინ დათვალიერებას. სურვილის შემთხვევაში, ამ გამოფენებზე დასწრებას ჩვენ უზრუნველვყოფთ - მსურველებს ადგილზე დახვდებათ გიდი, სასტუმრო, ავიაბილეთები; ანუ ჩვენგან სრული სერვისი იქნება გაწეული. დამატებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას საუკეთესო ფასად“, - აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.

WeJet-ის დირექტორის თქმით, ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია.

„წინა გამოფენიდან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წინა გამოფენაზე გავუშვით დაახლოებით 30 ადამიანი, რომლებიც ერთ თვეში მოგროვდნენ. აპრილის გამოფენაზე კი უკვე სულ მცირე 100 ადამიანს ვვარაუდობთ“, - აცხადებს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი.

ირკვევა, რომ ჩინეთში ბიზნეს ტურებში მონაწილეობით საქართველოდან მრავალი სექტორია დაინტერესებული - ავეჯი, სათამაშოები, ტანსაცმელი, სამედიცინო მიმართულება და სხვა.

WeJet-ს უკვე დადებითი ქეისებიც აქვს. მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილე ქართულმა კომპანიებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი გააფართოვეს ან დაიწყეს.

„მაგალითად, გორში ერთ-ერთმა ჩვენსმა მომხმარებელმა გახსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი სათამაშოების მაღაზიით. აღნიშნული მაღაზია მთლიანად ჩვენი მიერ ჩამოტანილი პროდუქციით ამოქმედდა“, - აღნიშნავს WeJet-ის ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა