საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროტექნო ბიზნესის განვითარებას აგრძელებს და ქართულ ბაზარზე ტრაქტორების ახალი ბრენდი Weitai შემოიყვანა. კომპანიის მიზანია, ქართველ ფერმერებს მათ საჭიროებებზე მორგებული, მძლავრი, სანდო და კომფორტული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
ახალი ბრენდი Weitai ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც ტრაქტორების წარმოებაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციის ექსპორტს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და შუა აზიაში ახორციელებს.
აგროტექნო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია საქართველოში ყველაზე გაყიდვადი ტრაქტორების ბრენდებს - YTO-ს, Solis-სა და ახლა უკვე Weitai-ს წარმოადგენს.
„ბრენდის შერჩევას წინ უძღოდა ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების დეტალური კვლევა და ანალიზი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნიკა ქართული აგრო სექტორის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე ფასისა და სერვისის მხრივ. სწორედ ამ კრიტერიუმებს პასუხობს Weitai. კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენით ახალი კონფიგურაცია, რათა მომხმარებლებს არ მოუწიოთ ხარისხსა და ფასს შორის კომპრომისის გაკეთება. ის ქართველ ფერმერებს ეფექტიან, სანდო და პრაქტიკულ გადაწყვეტას სთავაზობს. გვიხარია, რომ ბაზრის უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია და ინტერესი მაღალია. სამომავლოდ საქართველოში რეგიონული ქსელის განვითარებას, პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და მომხმარებლებისთვის ახალი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაპირებთ. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სანდო პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, მათ შორის გავხდით Solis-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ბაზარზე ინოვაციური ბრენდი - ID David შემოვიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ, ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერების მიმართულებით, კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა მანუჩარ ჩიტაიშვილმა, აგროტექნოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. აგროტექნოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული. Weitai-ის შემოსვლა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკაზე უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა. კომპანია სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას და წარმომადგენლობების გახსნას სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.