საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროჰაბი საკუთარი ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად ჰიპერმარკეტის ახალი ფილიალი ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, #19-ში გაიხსნა.
ახალი ფილიალი სავაჭრო სივრცეს, კაფეს, ტერასას და გარე და შიდა საპარკინგე სივრცეებს აერთიანებს. ის სრულად მომხმარებლის ინტერესებზე არის მორგებული. ფილიალში დასაქმებულია ადგილობრივი 300-ზე მეტი თანამშრომელი. საწარმოში კი ყოველდღიურად 1,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება.
ინფორმაციისთვის, აგროჰაბის პირველი ფილიალი 2016 წელს გაიხსნა და ის აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში. კომპანია თავად აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს. მას აქვს ISO22000 სტანდარტით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, ფერმები, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ასევე საკუთარი ღვინის მარანი. აღსანიშნავია, რომ აგროჰაბში წარმოდგენილი პროდუქტები ნატურალური ქართული ნედლეულისგან მზადდება და ის წარმოების ყველა ეტაპზე მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის.
„აგროჰაბის ქუთაისის ფილიალი არის რიგით მეორე, ბათუმის შემდეგ, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაიხსნა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქტთან და მომსახურებასთან წვდომა. ჩვენთვის ეს ზრდისა და მომხმარებელთან უფრო ახლოს ყოფნის კიდევ ერთი ნაბიჯია, ხოლო რეგიონისთვის ეკონომიკური სტიმული, რადგან მსგავსი ინიციატივები ქალაქში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და დასაქმებას უწყობს ხელს.
საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის სტაბილურად განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც საერთო ხედვას ეფუძნება - ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას, მომხმარებლების წახალისებას და ეკოსისტემის გაძლიერებას. წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის: ფერმერული და სასათბურე მეურნეობების გაძლიერება, ცენტრალური წარმოების გაფართოება და უახლესი პროექტი - ცენტრალური წარმოების მზის პანელებით აღჭურვა, რაც ენერგოეფექტიანობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გარდა ამისა, ერთობლივად შექმნილმა აქციებმა და შეთავაზებებმა ათასობით ერთგული მომხმარებელი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პარტნიორობის მიზანი ნამდვილად მომხმარებლის კმაყოფილებაზე არის ორიენტირებული. სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ“, - განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აგროჰაბის ქუთაისის შენობის დიზაინზე არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია9“ - მ იმუშავა, რომელიც 2025 წელს პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer A+Awards - ის გამარჯვებული გახდა.
სხვა სიახლეები
საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club
12.03.2026.12:00
საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.
Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza-ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.
VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.
ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.