საქართველოს ბანკის პარასკევის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკი, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, sCool და Student card-ის მფლობელებს პარასკევის შემდეგი სიახლეები ელოდებათ:
9 მაისს სტუდენტებსა და მოსწავლეებს Body shop-ში 40%-იანი ქეშბექით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. (sCool card-ით გადახდისას მაქსიმუმ 50 ლარს, ხოლო Student card-ით გადახდისას მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებენ.)
ინფორმაციისთვის, მოსწავლემ sCool Card-ის შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროს.
გარდა ამისა, 10-11 მაისს, Mconald’s-ში მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას 20%-იანი სქულების ქეშბექით ისარგებლებენ.(მაქსიმუმ 20 ლარის სქულა დაუბრუნდებათ). ხოლო, 16, 17 და 18 მაისს Mugsy’s Burger-სა და sCool Big Sam-ში მოსწავლეები და სტუდენტები 40%-იანი ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 20 ლარს).
აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის sCool და Student card-ით გადახდისას.
თუ ჯერ არ გაქვთ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს გაიაქტიურებთ, სულ რამდენიმე წამში. ფიზიკური ბარათის მიღებას კი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.