საქართველოს ბანკის პარასკევის PLUS შეთავაზებები
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, PLUS ბარათის მფლობელებს სპეციალურ - პარასკევის შეთავაზებებს უკეთებს.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლები, საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 30% PLUS ქულას შემდეგ ობიექტებში დაიბრუნებენ: (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა)
13 ივნისს - Extra.ge-ზე;
20 ივნისს - მანამოს ფილიალებში;
27 ივნისს - ნინეაში.
ინფორმაციისთვის, შეთავაზება ვრცელდება ფიზიკურ მაღაზიებში Wallet-ით, ხოლო ონლაინ - ბარათის მონაცემებით გადახდისას.
მოემზადეთ PLUS - ის დაბადების დღისთვის, ისარგებლეთ აღნიშნული შეთავაზებებით და მარტივად დააგროვეთ თანხა.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
18.06.2025.18:12
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.