საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ისფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება.
ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ბიზნესის მიზნები სწორად ჩამოაყალიბონ და მათ მისაღწევად ეფექტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.
ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.
ღონისძიების ერთ-ერთი საკვანძო საკითხებია:
ვორკშოპზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, დისკუსიაში ჩაერთონ და სპიკერთან ერთადსხვადასხვა ბიზნესქეისი განიხილონ.
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში,ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში შედგება.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
სხვა სიახლეები
ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია - WeJet
10.03.2026.14:00
გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაზარს ახალი სერვისი „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შესთავაზა და რომელიც ამ დროისათვის ჩინეთში ბიზნეს ტურების ორგანიზებას გულისხმობს, არსებული მოთხოვნით კმაყოფილია.
როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, სერვისი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიამ სპეციალური ვებსაიტი ამოქმედდება, სადაც ჩინეთში დაგეგმილ გამოფენებზე დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.
„ვებგვერდზე business.widget.ge განთავსებული იქნება ინფორმაცია ჩინეთის გამოფენების შესახებ, და ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ამ გამოფენების ონლაინ დათვალიერებას. სურვილის შემთხვევაში, ამ გამოფენებზე დასწრებას ჩვენ უზრუნველვყოფთ - მსურველებს ადგილზე დახვდებათ გიდი, სასტუმრო, ავიაბილეთები; ანუ ჩვენგან სრული სერვისი იქნება გაწეული. დამატებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას საუკეთესო ფასად“, - აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.
WeJet-ის დირექტორის თქმით, ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია.
„წინა გამოფენიდან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წინა გამოფენაზე გავუშვით დაახლოებით 30 ადამიანი, რომლებიც ერთ თვეში მოგროვდნენ. აპრილის გამოფენაზე კი უკვე სულ მცირე 100 ადამიანს ვვარაუდობთ“, - აცხადებს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი.
ირკვევა, რომ ჩინეთში ბიზნეს ტურებში მონაწილეობით საქართველოდან მრავალი სექტორია დაინტერესებული - ავეჯი, სათამაშოები, ტანსაცმელი, სამედიცინო მიმართულება და სხვა.
WeJet-ს უკვე დადებითი ქეისებიც აქვს. მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილე ქართულმა კომპანიებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი გააფართოვეს ან დაიწყეს.
„მაგალითად, გორში ერთ-ერთმა ჩვენსმა მომხმარებელმა გახსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი სათამაშოების მაღაზიით. აღნიშნული მაღაზია მთლიანად ჩვენი მიერ ჩამოტანილი პროდუქციით ამოქმედდა“, - აღნიშნავს WeJet-ის ხელმძღვანელი.