საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ინტერაქციული ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართა.
ვორკშოპს AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსი გიჯაშვილი უძღვებოდა.
ვორკშოპზე მეწარმე ქალებმა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ამასთან ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვის პროცესებსა და QBR მიდგომის მნიშვნელობას გაეცნენ.
ღონისძიებაში 40-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ვორკშოპის მონაწილეებს შესალებლობა ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ სხვადასხვა ბიზნესქეისი და ბიზნესის მართვის შესახებ შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ.
„საქართველოს ბანკი მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებებს რეგულარულად მართავს. ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ, ამასთან დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან საჭირო კავშირები განამტკიცონ. ჩვენ, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ჩვენ არაერთი თემატიკის ღონისძიებას ვუწებთ ორგანიზებას და მოხარული ვართ, რომ მათდამი დაინტერესება მუდმივად იზრდება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
სხვა სიახლეები
01.09.2025.19:00
2025 წლის 6 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიამ 96 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქონების დაზღვევის ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანია ალდაგია. ალდაგმა 2025 წლის იანვარ-ივნისში ქონების დაზღვევის მიმართულებით 48.8 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრის 51%-იანი წილიც დაიკავა.
მოზიდული პრემიის მიხედვით ქონების დაზღვევის ლიდერი კომპანიები - TOP 5
ალდაგი: 48.8 მლნ ლარი - ბაზრის წილი 51%
თიბისი: 19.2 მლნ ლარი - ბაზრის წილი 20%
ირაო: 9.3 მლნ ლარი - ბაზრის წილი 10%
ჯიპიაი: 8.3 მლნ ლარი - ბაზრის წილი 9%
უნისონი: 4.4 მლნ ლარი - ბაზრის წილი 4%
სხვა: 6.2 მლნ ლარი - მოზიდული პრემია 6%.