მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ინფორმაციისა და პრაქტიკული რესურსების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 დეკემბერს გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე - AI-ის გამოყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის.

ვორქშოპს გაუძღვება ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი.

შეხვედრაზე მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება AI-ის დახმარებით ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივება, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია და კონკრეტული ბიზნეს ამოცანების ავტომატიზაცია.

შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში — სპიკერი დამსწრეებთან ერთად ავტომატიზაციის workflow-ს ადგილზე ააწყობს. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები.

ღონისძიება 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში, ალ. ყაზბეგის ქ. №15-ში გაიმართება.

საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚ პლატფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა აქვს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციაზე - ბიზნესკურსების, რეგულარული ვორკშოპების, კვლევითი რესურსების და სხვა პროექტების გზით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართა

22.12.2025.15:33

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, ბათუმის ტექნოპარკში ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი გაიმართა.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნას.

ორდღიან ტექნოლოგიურ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტარტაპერებმა, დეველოპერებმა, დიზაინერებმა, სტუდენტებმა და ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა მთელი საქართველოდან. 

დემო დღეზე 17 გუნდმა წარუდგინა საკუთარი იდეები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელში გამარჯვებულებიც ჟიურის მიერ გამოვლინდნენ. კონკურსზე გამოვლინდა ბაზისბანკის რჩეული გუნდი “Around Me”, რომელიც ბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

„მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართული ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელს უწყობდა რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის ინოვაციური და პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას. ბაზისბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ტურიზმის სფეროს განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს.” - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა