მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

საქართველოს ბანკის მობილბანკში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი უკვე ხელმისაწვდომია

news image

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებასა და რეგიონებში სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკს კიდევ ერთი სიახლე დაემატა – აპლიკაციაში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა უკვე შესაძლებელია.

სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა მობილბანკიდან მომენტალურადაა შესაძლებელი და ამისათვის მხოლოდ ადრესატის მობილურის ნომრის მითითებაა საჭირო. მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა, პერსონალურად შეარჩიონ ბარათის დიზაინი და დაამატონ მისალოცი ტექსტი, რითაც კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადონ საჩუქარი.

აღსანიშნავია რომ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ზუგდიდი მოლში მდებარე ყველა ობიექტში.

„მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების არჩევანი იზრდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. „ზუგდიდი მოლი“-ს ციფრული ბარათის ინტეგრაციით, მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და რეგიონში კიდევ არაერთ შესაძლებლობას გავუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბარათის დამატება ციფრულ საფულეშია (Wallet) შესაძლებელი. მომხმარებელი ბარათის გაგზავნას ნებისმიერ ადამიანთან შეძლებს, იმის მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

23.09.2025.18:34

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.

ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა