მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

news image

საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა — ახლა უკვე თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი.

ციფრული ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მარტივად, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით შეიძლება. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი ტექსტის დამატება, რაც საჩუქარს კიდევ უფრო პერსონალიზებულს ხდის.

თბილისი მოლის ციფრული ვაუჩერის მთავარი უპირატესობა თავისუფალი არჩევანია — ბარათის მფლობელს შეუძლია იშოპინგოს არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ მთლიანად სავაჭრო ცენტრში მდებარე ნებისმიერ ობიექტში და ისარგებლოს მრავალფეროვანი ბრენდების შეთავაზებით.

„მოხარულები ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო ფართოვდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ”, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, შეძენილი ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ხოლო ადრესატი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ის საქართველოს ბანკის მობილბანკით. თბილისის მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის გადახდა კი Wallet-იდანვე შეიძლება.

გადმოწერე მობილბანკი და გაუგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათი საყვარელ ადამიანებს მარტივად.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს

11.12.2025.16:00

წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.

12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.

განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.

საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:

  • ახალი ნაძვის ხის საზეიმო ანთება;
  • განახლებული საახალწლო დეკორაციები
  • ცოცხალი მუსიკა;
  • სანტების ფლეშმობი;
  • გორის გოგონათა მუსიკალური გუნდის გამოსვლა;
  • საახალწლო თემატიკის ფოტოზონები.

ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა