საქართველოს ბანკის მობილბანკში Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას აგრძელებს. ამ მიზნით, მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო გაფართოვდა და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები აპლიკაციაშივე შეიძინონ.
ახალი სერვისი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად, მხოლოდ ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით გააგზავნონ. ამასთანავე, შესაძლებელია პერსონალიზაციაც – მისალოცი ტექსტის დამატება და დიზაინის შერჩევა.
Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობაშია. ბარათის მფლობელს შეუძლია, იშოპინგოს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ სავაჭრო ცენტრის მასშტაბით ნებისმიერ ობიექტში, რაც მას მრავალფეროვან არჩევანს და დამატებით კომფორტს სთავაზობს.
„საქართველოს ბანკში ვზრუნავთ, რომ მომხმარებელს თანამედროვე, სწრაფი და მოქნილი ციფრული პროდუქტები შევთავაზოთ. Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, მობილბანკის ფუნქციონალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, საყვარელი ადამიანებს საჩუქარი მარტივად გასდასცენ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ბარათის ადრესატი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.
გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.