საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მისი მაქსიმალური წარმადობა დღიურად 10 000 – 12 000 ერთეულია.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ბანკის ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს.
ახალი პროექტის დახმარებით, ზუგდიდში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა — საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდა.
ინფორმაციისთვის, ცერერა 2004 წლიდან ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოს ავითარებს და ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ფქვილისა და ქატოს რეალიზაციას ახდენს. ამჟამად იგი ყოველთვიურად 2500-3000 ტონა ხორბალს ამუშავებს. კომპანია 2011 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორია.
„საქართველოს ბანკის მხრიდან ყოველთვის გულისხმიერ პარტნიორულ დამოკიდებულებას ვიღებდით და ვიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია არაპროგნოზირებად ბაზარზე ისეთი სწორი, სანდო პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია. მიგვაჩნია, რომ ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ბიზნესის სექტორისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ცერერას კომერციული დირექტორი, ირაკლი ხაინდრავა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ახალი საწარმო — ცერერას საცხობი გაიხსნა. ჩვენ კომპანიასთან მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. ვაკვირდებით საწარმოს მუდმივ განვითარებასა და ზრდას და მოხარული ვართ, რომ ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონებში ახალი პროექტების მხარდაჭერა და მათ შორის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ცერერას საწარმოა. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის ხელშეწყობას“, — აცხადებს ზაზა ფიფია, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.18:12
Porsche 911 GT3-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილია ნიურბურგრინგის ტრასაზე და მორიგი რეკორდული მაჩვენებლები შემოგვთავაზა. ახალმა Porsche 911 GT3-მა არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა. განახლებული 911 GT3 ზოგადი სამუშაო პარამეტრების გაუმჯობესებისა და Weissach აღჭურვილობის შედეგად 3.7 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა თავის წინამორბედზეც - პორშეს ორმაგი გადაბმულობის სისტემის (PDK) მქონე 911 GT3-ზე.უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ მოდელში ძრავის სიმძლავრე უცვლელია, თუმცა ძარის გაძლიერებულიმახასიათებლების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ავტომობილის სამუშაო პარამეტრებიც.
ანდრეას ფროინინგერი, Porsche-ს GT მოდელების ხაზის დირექტორი: „სულ უფრო მეტი 911 GT3-ის მოყვარული ირჩევს 6-სიჩქარიან, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ვერსიას. ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, რამდენად სწრაფი იქნებოდა ახალი 911 GT3 ნორდშლაიფეს ტრასაზე. ვფიქრობ, ამ შეკითხვას წარმატებით ვუპასუხეთ - იგივე სიმძლავრე და უკეთესი სამუშაო მახასიათებლები.
როდესაც ახალი 911 GT3-ით რეკორდის მოხსნა გადავწყვიტეთ, ცხადია, დავინტერესდით, რომელმა ავტომობილებმა დაამყარეს მანამდე არსებული რეკორდები. ტრასის შემოკლებული, 20.6-კილომეტრიანი მარშრუტის გასავლელად კონკურენტს 7:01.300 წუთი დასჭირდა. ეს კი, სრული მარშრუტის (20.832-კილომეტრიანი ტრასა) შემთხვევაში დაახლოებით 7:05.800 წუთს შეადგენს. სწორედ ეს რეკორდი უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახალი 911 GT3-ის შემთხვევაში წამმზომმა 6:56.249 წუთი აჩვენა, რაც მანამდე არსებულ რეკორდზე 9.5 წამით ნაკლებია“.
ყველა, ვინც ნიურბურგრინგის რეკორდებს ადევნებს თვალყურს, კარგად იცნობს იორგ ბერგმაისტერის სახელს. Porsche-ს ბრენდ ამბასადორსა და განვითარების მენეჯერს ნორდშლაიფის ტრასაზე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. ახალი რეკორდის დასამყარებლად, ბერგმაისტერი 20 832-კილომეტრიან ტრასაზე 27 გრადუს სიცხეში გაემართა, 375 კვტ-ის (510 ცხენის ძალა) სიმძლავრისა და Weissach მოდულით აღჭურვილი 911 GT3-ით. წინამორბედის მსგავსად, ავტომობილი წარმოდგენილი იყო Michelin Pilot Sport Cup2 R საბურავებით.
იორგ ბერგმაისტერი, Porsche-ს ბრენდ ამბასადორი და განვითარების მენეჯერი: „ახალმა 911 GT3-მა კიდევ უფრო მეტი თვითრწმენა შემძინა. ჩემი მიზანი ერთადერთი იყო: მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით ტრასის უფრო სწრაფად გავლა. ბედნიერი ვარ, რომ წინა მოდელის შედეგი თითქმის ყველა მოსახვევში გავაუმჯობესე.
911 GT3 RS-ის მართვისას დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც ავტომობილის ძარასთანაა დაკავშირებული. შედეგად კი ახალმა მოდელმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა უსწორმასწორო ზედაპირზე მართვისას. სიჩქარეების გადართვის 8%-ით შემცირებული დროის წყალობით, იმავე სიმძლავრის ძრავის ავტომობილით აჩქარებისას უკანა ხიდიდან მომავალი სიმძლავრე გაცილებით მეტია“.
ახალი Porsche 911 GT3-ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
• სიმძლავრე - 510 ცხენის ძალა;
• აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 3,4 წმ;
• მაქსიმალური სიჩქარე - 311 კმ/სთ.
საქართველოში Porsche 911 GT3-ის შეძენა ბრენდის ოფიციალურ დილერთან, „პორშე ცენტრი თბილისშია“შესაძლებელი. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.