მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, აქტიურად უწყობს ხელს ტექნოლოგიური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროების განვითარებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე – ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმზე კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიება 2025 წლის 19 სექტემბერს გაიმართება და იგი ყურადღებას საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე, მათ კონკურენტულ უპირატესობებსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილებს.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს, რაც მათ ბიზნესის მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დაეხმარება.

ღონისძიებაზე განხილული იქნება:

• პირდაპირი ჯავშნების ზრდა;
• ციფრული მარკეტინგის გამოყენება ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად;
• კურორტების ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადობის ზრდის სტრატეგიები;
• საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა რეგიონული კონკურენციის პირობებში;
• ახალი ტურიზმის კანონის გავლენა სექტორზე.

ღონისძიება თბილისში, 19 სექტემბერს 14:00 – 18:00 საათზე სასტუმრო მუზეუმში გაიმართება. დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ტურისტერის ვებგვერდზე. დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tourister.ge/ka/registration-190925

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - Ad Black Sea-ს ფესტივალზე საქართველოს ბანკი 14 მედლის მფლობელი გახდა

16.09.2025.17:40

საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ Ad Black Sea 2025-ზე საქართველოს ბანკმა 14 ჯილდო მოიპოვა - 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. 

მიღებული მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოქრო

  • Kupata’s Legacy | კატეგორია: PR კამპანიები
  • Independence: First person experience | SUPERMARKET - კატეგორია: ინტეგრირებული ბრენდული გამოცდილება
  • Kupata | GARNAMATAC - კატეგორია: ანიმაცია
  • Iveria - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოცემა - კატეგორია: ჟურნალები და გაზეთები

ვერცხლი

  • Blood  Bank of Georgia | Windfor's - კატეგორია: ადამიანები
  • Kupata’s Legacy - კატეგორია: ინტეგრირებული სარეკლამო კამპანიები
  • Kupata’s Legacy - კატეგორია: ცნობიერების ასამაღლებელი და აქტივაციის კამპანიები
  • CAMPAIGN THAT DOESN’T STOP - კატეგორია: გრძელვადიანი სტრატეგია
  • Once You See It, You Can't Unsee It | Windfor's - კატეგორია: ტაქტიკური გადაწყვეტები

ბრინჯაო

  • Kupata’s Legacy - კატეგორია: კორპორატიული ღირებულება & სოციალური პასუხისმგებლობა
  • Kupata | GARNAMATAC - კატეგორია: რეჟისურა
  • Kupata | GARNAMATAC - კატეგორია: ფროდაქშენ დიზაინი და არტ დაირექშენი
  • Independence: First person experience | Supermarket - კატეგორია: გარე პრინტისა და ბანერების გამოყენება
  • Once You See It, You Can't Unsee It | Windfor's - ინფლუენსერებთან თანამშრომლობა

ინფორმაციისთვის, Ad Black Sea-ს ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები 14 კატეგორიაში გამოვლინდა. მათ საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოური კომპანიები და კრეატიული სააგენტოები.

Ad Black Sea საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა