საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თერმოინდუსტრიამ“ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა
საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია თერმოინდუსტრიამ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.5 მლნ. ლარს შეადგენს, რაც ფართის შეძენას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
აღნიშნული პროექტი თბილისში, გ.ამილახვრის #1-ში, 10,000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და ის შოურუმს, სასაწყობე სივრცესა და საოფისე ფართებს აერთიანებს.
შოურუმში წარმოდგენილია გათბობა-გაგრილების, მზის სისტემებისა და ჭკვიანი სახლის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. მომხმარებლებს შოურუმში ისეთი ექსკლუზიური ბრენდები დახვდებათ, როგორიცაა: ვისმანი, იტალთერმი, ისიეი და 80-ზე მეტი სხვა ბრენდი.
„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა კომპანია თერმოინდუსტრიამ, ბანკის მხარდაჭერით, დღეს კიდევ ერთი, ახალი შოურუმი - ბუდე პლუსი გახსნა. მიმაჩნია, რომ ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ წლებია ვპარტნიორობთ და ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან კომპანია მუდმივად ცდილობს უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.