საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციების, სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკის პარტნიორობით, 5–6 დეკემბერს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 2025 გაიმართება.
ღონისძიების მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. ის სტარტაპერებს, ინოვატორებს, დიზაინერებსა და ლიდერებს აერთიანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ქმნიან ცვლილებებს.
Touch Summit საქართველოში მერვედ ტარდება. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SPARKLE THE CHANGE და მის ფარგლებში დაგეგმილია Keynote სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, სტარტაპ ექსპო, Pitch Competition, ნეთვორქინგ სესიები და სხვა.
ღონისძიებას 1000-ზე მეტი დელეგატი და 10 ქვეყნიდან 60-ზე მეტი სპიკერი დაესწრება. სპიკერებს შორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, NVIDIA, Google MENA, Miro & Pygma, Future & Innovation,Taikonauten, The Point Labs, LePub და სხვა.
Touch Summit-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ინფორმაციისთვის, სამიტზე დასასწრები ბილეთის საქართველოს ბანკის PLUS ბარათით შეძენისას 15%-იან,ხოლო SOLO ბარათით 20%- იან ქეშბექს მიიღებთ.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
11.12.2025.18:00
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.