საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა.
Artifact Apart Hotel თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 15 ინდივიდუალურ საცხოვრებელ აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტები სრულად არის აღჭურვილი საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს და კაფეს Maluli by Chocoart, სადაც სტუმრებს ხელნაკეთი შოკოლადისა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.
“Artifact Apart Hotel-ის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო სივრცის გარდაქმნა ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ისტორიული იდენტობა და კავშირი წარსულთან. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევდა უბანს, რათა პროექტის არქიტექტურულ და სივრცით გადაწყვეტაში ისტორიული მემკვიდრეობა სწორად ასახულიყო. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მის ფუნქციურ დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულ მასალებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის ადაპტირებულ, კომფორტულ გარემოს ქმნის. Artifact Apart Hotel უკვე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ვმასპინძლობთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტორებს. ჩვენი მიზანია მათ მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ და სასიამოვნო გამოცდილება შევუქმნათ”, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, Artifact Apart Hotel - ის დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი აპარტ-სასტუმრო გაიხსნა. გვჯერა, სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია
18.02.2026.13:08
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია. კონფერენცია იმართება 19 თებერვალს და ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
სელფი მობაილი არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.
„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს." - აცხადებენ სელფი მობაილში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით: https://shorturl.at/t5a7v
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge;
ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს: