მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა

news image

საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, თბილისში მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მლნ. დოლარს შეადგენს.  

თბილისის მშრალი პორტის პროექტი რეგიონული მნიშვნელობის მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. პროექტი 19.5 ჰა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა და პირველი ფაზა მოიცავს 2,500 კვ.მ-მდე B კლასის საწყობს და 5.5 ჰა ტერიტორიაზე განთავსებულ საკონტეინერო მოედანს, რომელიც აღჭურვილია 4 სარკინიგზო ხაზით. სამომავლოდ, მომდევნო ფაზაში, დაგეგმილია 10,000 კვ.მ-მდე ფართობის A კლასის საწყობის მშენებლობა და საკონტეინერო მოედნის გაფართოება. პორტს გააჩნია თანამედროვე საკონტეინერო ტექნიკა და ასევე საკუთარი სარკინიგზო ლოკომოტივები.

თბილისის მშრალი პორტი არის პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის პორტებიდან შემოსული საკონტეინერო ტვირთების პირდაპირი რკინიგზით გადმოტანას თბილისში. ასევე პორტი შესაძლებლობას იძლევა ტვირთები სარკინიგზო გზით მიღებულ იქნს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ან უკან. ასევე ადგილზე შესაძლებელია ტვირთების გადატვირთვა, დასაწყობება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება.

ამიერიდან, პორტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში 100,000 TEU-მდე ტვირთბრუნვას მოემსახუროს. მომდევნო ფაზის ამოქმედების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 200,000 TEU-მდე გაიზრდება.

„აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა არა მხოლოდ ფინანსური ჩართულობის, არამედ იმ ღირებულებების თვალსაზრისით, რასაც ის ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის წარმოადგენს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან, აძლიერებენ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ახალ სამუშაო ადგილებს აჩენენ. თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ საქართველოს გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე პოზიციონირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.   მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისში მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ხარჯსა და ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე, სარკინიგზო გადაზიდვების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის მხრივაც. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ტრანსპორტის და ტელეკომის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, მარიამ ჩიხრაძემ

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უახლოეს პერიოდში, ქ.ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობა - დავით სონღულაშვილი

13.06.2025.13:55

დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა: იმერეთის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული გეოლოგიური განყოფილება, ასევე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის ლაბორატორია.

უახლოეს პერიოდში, ქალაქ ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ფუნქციის მქონე ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები და ობსერვატორია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამეცნიერო-კვლევით შესაძლებლობებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და, შედეგად, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, ახალ რეგიონულ ოფისში  შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება და კვლევების წარმოება უახლესი მეთოდებით, საველე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ჯგუფების გაძლიერება, შესაბამისად, ახალი კადრების მოზიდვა და  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა