მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

news image

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა გორში, სოფელ კვარხითში, სამაცივრე მეურნეობა ააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.

შპს პომ 2021 წელს დაარსდა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ჰოლანდიური ნერგებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენა. 2023 წელს კომპანია შემნახველი მიმართულებით გაფართოვდა. 2025 წელს კი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაასრულა.

ახალი სამაცივრე მეურნეობა 600 ტონა ვაშლის შესანახად არის გათვლილი, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, პროდუქციის რეალიზება არა მხოლოდ მოსავლის აღების პერიოდში, არამედ ყველა სეზონზე მოახდინოს.

“შპს პომ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. 10 ჰა-ზე მოყვანილი ვაშლის რაოდენობა და ხარისხი იმ შედეგს იძლევა, რასაც ხშირად გაცილებით დიდ ფართობზე გაშენებული ბაღები ვერ უზრუნველყოფს. სამაცივრე მეურნეობა კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გვეხმარება. ის დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს პროდუქციის რეალიზება ნებისმიერ სეზონზე მოვახდინოთ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, ვაშლის ბაღის გაშენებისას დავიწყეთ და მას შემდეგ ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია. სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ეს გულისხმობს, როგორც ახალი ბაღების გაშენების, ისე დამატებითი სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ წარმოების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა”, - განაცხადა შპს პომ-ის დირექტორმა, ლადო მეშველიანმა. 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინური ახალი წლის პერიოდში ონლაინშოპინგი - Inex Group-ი Taobao-სა და Pinduoduo-ს შეთავაზებებზე

02.02.2026.16:00

ჩინური ონლაინ პლატფორმები ჩინური ახალი წლის პერიოდში საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის აქციებს სთავაზობენ. ფასდაკლებები თითოეულ პლატფორმაზე ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. Business Insider Georgia-სთან Inex Group-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა, სალომე გუბელაძემ, განაცხადა, რომ ფასდაკლების აქციები უკვე აქტიურად მიმდინარეობს Inex Group-ის პარტნიორ პლატფორმებზე, როგორიცაა Taobao და Pinduoduo.

„ჩინური ახალი წლის თარიღები ყოველწლიურად იცვლება. ისინი დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე, რომელიც, თავის მხრივ, მთვარისა და მზის ციკლებზეა დამყარებული და ჩვეულებრივ საერთაშორისო კალენდარს 21-51 დღით ჩამორჩება.

ჩინური ახალი წელი ყოველწლიურად საშუალოდ 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში აღინიშნება. ამ წელს ჩინური ახალი წელი დგება 17 თებერვალს, ხოლო დასვენების დღეები 12-23 თებერვლის ჩათვლით არის.

დიდი პლატფორმები, როგორებიცაა ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორები Taobao, Pinduoduo და სხვა, ამ პერიოდში არ წყვეტენ საიტის მუშაობას. თუმცა ბევრ გამყიდველს სჭირდება მომხმარებლის გაფრთხილება, რომ საკურიერო და სატრანსპორტო პროცესები შესაძლოა დაგვიანდეს - ამის მიზეზია ზოგიერთი ადგილობრივი საფოსტო და შიდა გადაზიდვების კომპანია შეზღუდული გრაფიკით მუშაობა აღნიშნულ პერიოდში.

რაც შეეხება ფასდაკლებებს და პრომო აქციებს, Taobao ამჟამად მომხმარებელს ჩინური ახალი წლის პერიოდში 12%-იან ფასდაკლებებს სთავაზობს, რომლებიც 12 თებერვლამდე მოქმედებს. Pinduoduo-ს აპლიკაციაში კი მთავარი გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულია სექცია New Year Shopping Festival, სადაც წარმოდგენილ პროდუქტებზე მოქმედებს სხვადასხვა სახის ფასდაკლება. ეს აქცია მასშტაბებით უტოლდება11.11-ის აქციებს, რომელიც ნოემბრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა, რომელსაც შავი პარასკევის თემატიკა აქვს. მსგავსი ფასდაკლებები არის ასევე დეკემბერში - 12.12 და სექციაში წარმოდგენილი პროდუქტები თითქმის სრულად იმეორებს ამ თემატიკის ფასდაკლებებს“, - აღნიშნავს სალომე გუბელაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა