მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი  ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა — Caucasus Build, გაიმართება

გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობაა.

Caucasus Build ექსპოჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც უკვე 30 წელია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის იმართება. ღონისძიებას წელს 25-27 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5 და მე-4 პავილიონები და გარე სივრცე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ელექტრო სისტემებისა თუ აუზების მწარმოებელი კომპანიები. ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 120-ზე მეტი კომპანია.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები. მონაწილეები უახლეს პროდუქციასა და დარგის ინოვაციებს გაეცნობიან.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან ღონისძიების გვერდს Facebook-ზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

14.05.2025.17:14

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკი განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის დააჯილდოვა. საქართველოს ბანკმა აღიარება იტალიიდან აღჭურვილობის იმპორტისა და გურიის რეგიონში ჰიდროელექტრო სადგურზე მათი ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მოიპოვა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, რაც წლიურად 20 000-ზე მეტი მსუბუქი ელექტრო ავტომობილის მიერ მოხმარებული ენერგიის ეკვივალენტია. 

აღნიშნული ჯილდო აღიარებს იმ ბანკების წვლილს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, EBRD-ის სამიზნე რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობას ხელი შეუწყვეს. ჯილდო ასევე წარმოაჩენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ერთგულად და თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მტკიცე პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ვამაყობთ, რომ EBRD-იმ მწვანე დაფინანსების სფეროში ლიდერობისთვის ასევე, მწვანე ეკონომიკის განვითარების  მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის დაგვაჯილდოვა. როგორც მწვანე დაფინანსების სფეროში საქართველოში წამყვანი ბანკი ჩვენ განახლებადი ენერგიის პროექტებისა და მდგრადი ვაჭრობის მხარდაჭერას სტრატეგიულ პრიორიტეტებად მივიჩნევთ. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, მდგრადი დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულებები როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე ეკონომიკისა და გარემოსთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა  დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ვამაყობთ, რომ წარმოვაჩენთ ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორის, საქართველოს ბანკის ურყევ ერთგულებასა და ლიდერობას მწვანე დაფინანსების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი არა მარტო გაძლიერებს საქართველოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებს, არამედ დააწესებს სტანდარტებს რეგიონში სხვა ინსტიტუტებისთვისაც, რომელთა მიზანია მდგრადი მომავლის ხელშეწყობა“, - განაცხადაშონა ტატჩელმა, EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა