მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა

news image

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე“ გაიმართა. ღონისძიებას EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი, მარიშა გოგოლაური უძღვებოდა.

ვორკშოპის მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაიგეს, თუ როგორ ეხმარება მარკეტფლეისი მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციული პროცესების გამარტივებაში, დროისა და ხარჯების დაზოგვაში, გაყიდვების ეფექტიანად ზრდაში და ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Buy Box-ის მნიშვნელობაზე ელექტრონულ კომერციაში, გაყიდვების მრავალფეროვან არხებსა და პროდუქტის როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეებში სწორად წარმოჩენის მნიშვნელობაზე. ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილე მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტთან ერთად საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ქმნის — მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, შეთავაზებებს, სექტორულ ანალიზებსა და შეხვედრებს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა

28.10.2025.18:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.

კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.

რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.

"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.

 



საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა