მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა

news image

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი  7 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, წეროვანში, 9.000 კვ.მ ფართობზე ახალი სივრცე მოეწყო, რომელიც პროდუქციის შოურუმსა და სასაწყობე სივრცეს აერთიანებს.  კომპანიას  ქართულ ავტოინდუსტრიაში საბითუმო ვაჭრობისა და ბიზნეს პარტნიორობის ჰაბად ქცევა აქვს მიზნად დასახული.

ოტო მოტორსი ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს. ის სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ვითარდება და ძლიერდება. ამის დასტურია, წეროვანში ახალი პროექტის - შოურუმისა და სასაწყობე სივრცის გახსნა.  მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქნება ახალი სამუშაო ადგილები და ძლიერდება ადგილობრივი ეკონომიკა. აღნიშნული პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შეინარჩუნოს. სამომავლოდ კომპანიას არაერთი საინტერესო გეგმა აქვს, მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა