მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „NEW GROUP“ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image

საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „NEW GROUP“ - ის პარტნიორობით, თბილისში, კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტი, უნივერსიტეტის ქუჩაზე ხორციელდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 52 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 43 მილიონ ლარს შეადგენს

აღნიშნული სამშენებლო პროექტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, 4,800 კვ.-ზე ხორციელდება, ხოლო სამშენებლო ფართობი შეადგენს 45,000 კვ.-. ის  169 ბინას აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსში  გათვალისწინებულია 8,000 კვ.-ზე საოფისე, ხოლო 800 კვ.-ზე კომერციული ფართების, ასევე, გამწვანებული და კეთილმოწყობილი გარე მოსასვენებელი, საბავშვო სივრცეებისა და ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობამშენებლობა 2026 წლის მარტში დასრულდება

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებსმეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დეველოპერული კომპანია „NEW GROUP“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთჩვენი მიზანია, მომხმარებლების ინტერესები გავითვალისწინოთ და მათ სრული კომფორტი შევთავაზოთ. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემო, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. საუკეთესო გეგმარებისა და მაღალი ხარისხის მშენებლობასთან ერთად, „NEW GROUP“-ის ყველა პროექტი  ეკომეგობრული კონცეფციითა და საერთაშორისო სტანდარტის სახანძრო უსაფრთხოებით გამოირჩევა, ის ენერგოეფექტურ ბინებს აერთიანებს, რაც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევააღსანიშნავია ისიცრომ ახალი პროექტი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. კომპანიას ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებისგან ხარისხი, მოქნილი პირობები და კონკურენტული ფასები გამოარჩევს. მომხმარებლებს მათზე მორგებულ, მოქნილ გადახდის გრაფიკსა და შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, პირველადი შენატანიც საკმაოდ მინიმალურია. ჩვენ წლებია საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს განსაკუთრებულ პირობები შევთავაზოთ“ - განაცხადა „New Group” - ის წარმომადგენელმა ლაშა ბაგრატიონმა.

საქართველოს ბანკის მთავარ პრიორიტეტს ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა წარმოადგენს. მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერები ვართ და აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელშისწორედ ამიტომ, ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებითარაერთი პროექტი განხორციელდა. გვიხარია, რომ ბანკისა და  „NEW GROUP” - ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი შეემატებაკომპანიას ამ დრომდე არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული და  მოხარულები ვართ, რომ ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“. - განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინეთის ექსპორტის გამოფენაში პირველად ვმონაწილეობთ და ინტერესი ძალიან დიდია - ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს ჩინეთში - „ნათენაძის მარანის“ ხელმძღვანელი

09.11.2025.13:52

საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო იმპორტის უდიდეს გამოფენას - China International Import Expo (CIIE) აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შანხაის ღონისძიება ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პლატფორმაა. მათი თქმით, გამოფენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ჩინურ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას.

„ჩვენ პირველად ვართ ჩინეთში და პირველად ვმონაწილეობთ ამ მასშტაბურ გამოფენაზე. ინტერესი ძალიან დიდია – უამრავი სტუმარი მოვიდა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვცდილობთ მაქსიმალურად გავავრცელოთ ჩვენი კონტაქტები და გავაცნოთ ხალხს ქართული ღვინის კულტურა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს ჩინეთში,“ – აცხადებს გიორგი ნათენაძე, „ნათენაძის მარანის“ წარმომადგენელი.

5-10 ნოემბერს შანხაიში მიმდინარეობს საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა - China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრება, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და მოიძიონ ახალი პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს, ქართული ღვინის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, ყოველწლიურად იზრდება როგორც დაინტერესება, ისე ექსპორტის პოტენციალი.

China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა