საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ზრდისთვის საჭირო რეალურ ინსტრუმენტებს სთავაზობს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო.
პროგრამა ამჯერად 22, 23 და 24 აპრილს, ზუგდიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 25-მდე მეწარმე ქალი მიიღებს.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიზანი ინოვაციური იდეების მქონე ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს და მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ ვორკშოპებში, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ. ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს დაფინანსების მოზიდვისა და ბიზნესიდეის ეფექტიანად განხორციელებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, UNDP საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას 2022 წლიდან ვახორციელებთ და ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტმა მეწარმე ქალმა გაიარა გადამზადება. პროგრამა მუდმივად ვითარდება და მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან და პრაქტიკულ თემებს - ვორკშოპებს მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა საკითხების შესახებ. ჩვენი მიზანია, თითოეულ მონაწილეს გავუზიაროთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ რეალური შესაძლებლობა, ეს ცოდნა საკუთარ ბიზნესში ეფექტიანად გამოიყენოს”, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.