მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-14 ნაკადზე მიღება დაიწყო

news image

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, პროგრამის მე-14 ნაკადის მიღება გამოცხადდა. მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 15-17 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Pullman-ში გაივლიან.

პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ყველა ეტაპზე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ძირითად ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ეფუძნება.

ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის ექსპერტისგან მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

• ფინანსების მართვა;

• ციფრული მარკეტინგი;

• გაყიდვების სტრატეგიები;

• ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა.

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ქალ მეწარმეებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა გავუმარტივოთ. გვჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებას ან უკვე არსებული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ. ინტენსიურ ვორკშოპებზე ისინი გაეცნობიან ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, გაიცნობენ თანამოაზრეებს და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. მოხარული ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი იმატებს და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასობით მეწარმე ქალს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Profy-ს განახლებული ფუნქციები და სიახლეები - გიორგი აბაკელია კომპანიის გეგმებზე

06.10.2025.18:00

ამ ეტაპზე Profy · პროფის სერვისები ხელმისაწვდომია თბილისში და ბათუმში, თუმცა მოთხოვნა სხვა ქალაქებიდანაც საკმაოდ მაღალია, რის გამოც 2026 წლიდან ვგეგმავთ გაფართოებას იმ ქალაქებში, სადაც შევძლებთ პროფესიონალების სანდო ქსელის შექმნას, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Profy-ს გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი აბაკელიამ განაცხადა.

Profy არის აპლიკაცია, რომელიც სახლისთვის საჭირო სერვისებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. ის აკავშირებს ერთმანეთთან სახლის მეპატრონეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან. მომსახურების მიმართულებები მოიცავს როგორც დალაგებას, ასევე ხელოსნის, სანტექნიკის, ქიმწმენდის, IT-ისა და სხვა ტიპის სერვისებს.

„Profy-ს იდეა გაჩნდა ძალიან პრაქტიკული საჭიროებიდან – ყოველდღიურ ცხოვრებაში სანდო ხელოსნის, ან დამლაგებლის პოვნა საქართველოში ხშირად დიდ დროს, ენერგიას მოითხოვდა და ხშირად ხდებოდნენ არასანდო სერვისის მსხვერპლი.  

Profy-მ შექმნა ეფექტური ციფრული მოდელი, რომელიც აკავშირებს მომხმარებელს სანდო და ხარისხიან მომსახურებასთან. ჩვენ არ ვართ მხოლოდ სერვისების ჩამონათვალი. Profy არის ეკოსისტემა, რომელშიც მომხმარებელს უმარტივდება ყოველდღიური ცხოვრება. სერვისის მიმწოდებლებს კი ხელს ვუწყობთ თავიანთი ცოდნის მონეტიზაცია შეძლონ პლატფორმაზე და ღირსეული შემოსავალი მიიღონ.

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიზანი წარმატებით შესრულდა – Profy იქცა პლატფორმად, რომელსაც ათიათასობით მომხმარებელი და ასობით პროფესიონალი ენდობა“, - აცხადებს გიორგი აბაკელია.

საგულისხმოა, რომ Profy-ს სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2025 წელია. პლატფორმაზე ყველაზე მოთხოვნადი კვლავ დალაგების სერვისებია.

„ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით იმ სერვისების კატეგორიებში, როგორიცაა:  საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისი (მონტაჟი, შეკეთება), სანტექნიკა, ელექტრობა, გათბობა | გაგრილება და ქიმიური წმენდა.

ეს ზრდა დაკავშირებულია როგორც პლატფორმის ცნობადობის ზრდასთან, ისე მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასთან - უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ ციფრულ პროდუქტებს ყოველდღიური სერვისების მისაღებად“, - მიიჩნევს Profy-ს გენერალური მენეჯერი.

კომპანიაში მომხმარებელთა ქცევას მუდმივად აკვირდებიან, და დაკვირვებები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მომხმარებლები კონდიციონერის წმენდასა და შემოწმებას უკვე ივნისამდე გეგმავენ, რათა თავიდან აირიდონ ტექნიკური პრობლემები ზაფხულის პიკში.

გენერალური დალაგება კი ახალი სტანდარტი გახდა - მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იძახებენ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს შემდეგი სერვისები: გენერალური დალაგება; ფანჯრებისა და რაფების შიდა და გარე წმენდა; რბილი ავეჯის მტვერსასრუტით დასუფთავება; საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და კარადების წმენდა.

საგულისხმოა, რომ თითოეული პროფესიონალი, რომელიც Profy-ს პლატფორმაზე რეგისტრირდება, გადის მრავალსაფეხურიან შერჩევას - ტექნიკური ცოდნის, გამოცდილებისა და კომუნიკაციის უნარების მიხედვით.

„გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ გავზარდოთ ჩვენი პლატფორმის ცნობადობა პროფესიონალებში, დავეხმაროთ მათ უკეთესად გაიაზრონ ციფრული სერვისის პლატფორმის უპირატესობები და მიიღონ ღირსეული შემოსავალი. ჩვენი პროფესიონალები თავად ირჩევენ: სამუშაო გრაფიკს, ლოკაციებს (უბნებს), სადაც სურთ სერვისის მიწოდება, იღებენ ანაზღაურებას სრულად ციფრული გზით, რაც ამარტივებს მათ ფინანსურ პროცესებს, ხოლო მათი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია, როგორც პროფესიონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.

არსებული პროფესიონალებისთვის - ჩვენ ვქმნით ტრენინგს, რაც საშუალებას აძლევს მათ პლატფორმაზე აიმაღლონ კვალიფიკაცია და დაიმატონ ახალი სერვისები თავიანთ პორტფოლიოში“, - აცხადებს გიორგი აბაკელია.

Profy-ს პლატფორმაზე მომხმარებლისა და სერვისის მიმწოდებლების დაკავშირება საკმაოდ მარტივად ხდება: მომხმარებელი ირჩევს სერვისის ტიპს, ადგილმდებარეობას და სასურველ დროს. აპლიკაცია ავტომატურად აჩვენებს ყველა ხელმისაწვდომ პროფესიონალს, მათ რეიტინგს, შესრულებული დავალებების რაოდენობასა  და ფასს. შეკვეთის დადასტურების შემდეგ, პროფესიონალი მოდის მითითებულ მისამართზე, ასრულებს სამუშაოს, ხოლო მომხმარებელი აფასებს სერვისს. ეს ქმნის გამჭვირვალე ეკოსისტემას, სადაც ორივე მხარე დაცული და კმაყოფილია.

„ჩვენი პლატფორმისთვის ხარისხი და მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა პროფესიონალი წინასწარ გადამოწმებულია Profy-ს გუნდის მიერ. პლატფორმაზე მოქმედებს შეფასებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აპლიკაციაში სერვისები დაზღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას მომხმარებელი დაცულია ფინანსური და ქონებრივი ზარალისგან. ეს გვეხმარება, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ არა მხოლოდ სერვისი, არამედ სანდო და პროფესიონალური გამოცდილება“, - აცხადებს Profy-ს გენერალური მენეჯერი. 

2025 წელს Profy-მ რებრენდინგი განახორციელა, შეიცვალა ლოგო და ბრენდის იდენტობა, განახლდა აპლიკაცია და ვებგვერდი, დაემატა ახალი ფუნქციები.

„შეცვლილია აპლიკაციის ინტერფეისი - ის უფრო თანამედროვედ არის გაფორმებული და ნავიგაციის პრინციპიც უკეთ შეესაბამება მომხმარებლის საჭიროებებს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ინტერფეისის განახლებასთან ერთად, აპლიკაციას დაემატა ახალი ფუნქციონალიც.

ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა „ფავორიტები“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მისთვის სასურველ პროფესიონალთან - რომლის მომსახურებითაც კმაყოფილი დარჩა - ჰქონდეს მუდმივად ხელმისაწვდომი ჩატი.
თუკი პროფესიონალი გარკვეული დროის მონაკვეთში დაკავებულია, მომხმარებელს შეუძლია მასთან სერვისის მიღების სხვა დროზე შეთანხმება, ასევე მარტივად გაუზიაროს მისი პროფილის ბმული მეგობრებს.

კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა საშუალო ფასის წინასწარ ჩვენება. რა თქმა უნდა, ყველა მომხმარებელს აინტერესებს ხარისხიანი სერვისი მისაღებ ფასად, ამიტომ, როცა ფასი წინასწარვე გეცოდინებათ, შეგიძლიათ, დრო დაზოგოთ პროფესიონალის ძიებაზე და ბიუჯეტიც უკეთ განკარგოთ.

დაემატა ახალი სერვისები, როგორიცაა ბინის დღიურად გაქირავებლებისთვის საწყობის სერვისი, გადაზიდვისა და მტვირთავების მომსახურება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა