მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-11 ნაკადის გადამზადება დასრულდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების განვითარების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და მას საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით ახორციელებს.

სწორედ მეწარმე ქალთა მხარდაჭერის ფარგლებში ქუთაისში, პროგრამის მორიგი, 11-ე ნაკადი გადამზადდა, რომელშიც მონაწილეობა 15-მა მეწარმე ქალმა მიიღო.

პროგრამას გამოცდილი მენტორები უძღვებოდნენ. მათ საკუთარი გამოცდილება შემდეგ თემებზე გააზიარეს:

• ბიზნესის განვითარება - ლარისა პატარაია, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start -Business Solutions" მმართველი პარტნიორი;

• ელექტრონული კომერცია - ანა ტაბატაძე, Extra.ge-ს სტრატეგიული პროექტების დირექტორი;

• სოციალური მედიის მართვა - მარიამ ბეროძე, სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში;

• ციფრული მარკეტინგი - თამარ ნიკოლეიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელი;

• გაყიდვების საწყისები - ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია “სოლუშენერის“ დამფუძნებელი;

• ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - ნინო გორგაძე, PMP მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი.

“ძლიერი ქალი ძლიერი იდეით” მეწარმე ქალებისთვის ქმნის შესაძლებლობას, გაეცნონ მათი ბიზნეს მიზნების მისაღწევად სასარგებლო და აუცილებელ სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის, მაგალითად, ციფრულ მედიას. ეს პროგრამა მათთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეებისთვის არის საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობის რწმენისა და არგაჩერების მოტივაცია. ჩემთვის ეს გამოცდილება ფასდაუდებელია, რადგან დამანახა, რა საჭიროებები აქვთ მცირე მეწარმეებს და როგორ შეგვიძლია ჩვენ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, დავეხმაროთ მათ, უკეთ შექმნან, გაავრცელონ, გაყიდონ, მართონ თავიანთი პროდუქტები, მომსახურება თუ ბიზნეს-პროცესები. ვისურვებდი, უფრო და უფრო მეტ ქალს ესარგებლა ამ პროგრამის სიკეთეებით და მიღებული ცოდნა მომხმარებლისთვის, რეგიონისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი და საინტერესო ბიზნესების გასავითარებლად გამოეყენებინა”, - განაცხადა თამარ ნიკოლეიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელმა.

“ქვეყანაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. ქალი მეწარმეების წარმატებაში თუნდაც ერთი აგურის დადება დიდი საქმეა. მეწარმეებს სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული რჩევები, გამოცდილების გაზიარება და მოტივაცია სჭირდება. ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, სადაც ქალები საკუთარ საქმიანობას ბიზნესის კეთების მაღალ სტანდარტად აქცევენ. აქ გამოცდილი პროფესიონალები ვუზიარებთ ჩვენ ცოდნას დამწყებ მეწარმეებს და ვასწავლით, როგორ შექმნან თანამედროვე, წარმატებული ბიზნესი. ეს პროგრამა აფართოებს კავშირებს, შესაძლებელს ხდის საინტერესო პარტნიორობას ჩაუყაროს საფუძველი. აქ ხდება უნარების ტრანსფერი და ღირებულებების გაზიარება, სადაც ძლიერ იდეებს ძლიერი ქალები რეალობად აქცევენ”, - ამბობს ლარისა პატარაია, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start -Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.

“პროექტი ქალ მეწარმეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ცნობადობა და ისწავლონ, როგორ წარმართონ კომუნიკაცია სოციალურ მედიაში. რადგან მეწარმეებს პროცესების მართვა საკუთარი ხელით უწევთ, ჩვენი ამოცანა სწორედ ამ პროცესების შემსუბუქება და გამარტივებაა. ამ პროექტში ჩართულობა მნიშვნელოვანია - აქ დაგროვილი ინფორმაცია მეწარმეს დაეხმარება, უფრო გააძლიეროს ბიზნესი და ბრენდის ხმა მეტ ადამიანს გააგონოს”, - განმარტავს მარიამ ბეროძე, სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

30.10.2026.20:43

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.

„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.

აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა