საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Maje-ს და Sandro-ს პირველი ოფიციალური მაღაზიები გაიხსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფრანგული პრემიუმ ბრენდების, Maje Paris-ისა Sandro Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზიები, რუსთაველის #28-ში გაიხსნა.
საქართველოში Maje Paris-ისა და Sandro Paris-ისგან ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას კომპანია „Z&A G” ფლობს. ის არის „ნორკ ჯგუფის“ წევრი, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. 28 წელზე მეტი უწყვეტი ზრდისა და სრულყოფილებაზე ძლიერი ორიენტაციის წყალობით, ჯგუფმა გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა, დაიკავა წამყვანი პოზიცია ბაზარზე და დღეს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1,000-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული.
“ნორკ ჯგუფი“ უკვე წლებია თბილისში სხვადასხვა ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს წარმოადგენს. ესენია: Burberry, Polo Ralph Lauren, Maje Paris, Sandro Paris და New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი.
„უკვე 14 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთაველის გამზირზე, 28 ნომერში, ტანსაცმლის ფრანგული პრემიუმ ბრენდების Maje Paris-ისა და Sandro Paris-ის პირველი მაღაზიები გავხსენით, რომელიც 120 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კიდევ ერთ იტალიურ ლუქს ბრენდს Santoni -ს შევთავაზებთ მაღალი მოდის მოყვარულებს“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ირაკლი მელუავა.
“საქართველოს ბანკი და “ნორკ ჯგუფი“ წლებია ვპარტნიორობთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და არაერთი საერთაშორისო ბრენდი უკვე წარმატებით ოპერირებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ორი ფრანგული პრემიუმ ბრენდი Maje Paris და Sandro Paris-ს მაღაზიები გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.18:00
2026 წლისთვის, საქართველოში წარმოებული ჯანსაღი სნექი ზელატოს • Zellatos ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Zellatos-ის მწარმოებელი კომპანია Foodoliz-ის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კეთილაძემ განაცხადა, Zellatos-ის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
მიმდინარე წელს კომპანიის სტრატეგია ფოკუსირებული იყო არსებული გაყიდვების არხების გაფართოებაზე, ასორტიმენტში ხარისხისა და მომსახურების მაღალ სტანდარტზე, რის გამოც ასორტიმენტის გაფართოება წელს არ განხორციელებულა.
ამჟამად მიმდინარეობს 2026 წლის ბიზნესგეგმის შემუშავება, რის შემდეგაც კომპანიას შესაძლებლობა ექნება დამატებითი სტრატეგიული მიმართულებების, მათ შორის ასორტიმენტის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელოს.
„წელს ახალი გემოს დამატება არ იგეგმება. რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს - ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. დაფარვის ზონებთან დაკავშირებით: წელს ნიკორა/ლიბრეს ქსელში გავფართოვდით და უკვე ყველა ფილიალში ვართ წარმოდგენილები.
ასევე შევედით სპარტის რამდენიმე ობიექტზე, დაგვემატა ექსპრესი ქსელი და წარმოდგენილები ვართ გალფის ბენზინგასამართ სადგურებზე. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქსელთან „ორი ნაბიჯი“.
რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებლებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
გაყიდვებზე გავლენა ბაზრის შემცირებამ მოახდინა და, შესაბამისად, ბაზრის კლება ჩვენც შეგვეხო.
ექსპორტზე გასვლაზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით დადებითი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე კავკასიის რეგიონი დავფაროთ და შემდეგ გავფართოვდეთ. 2026 წლისთვის ამ მიმართულებით უკვე დადებითი შედეგები გვექნება,“ - აცხადებს ვახტანგ კეთილაძე.
Zellatos ამ დროისთვის ბაზარზე 6 გემოთია წარმოდგენილი, რომელიც 8 სახეობითაა ხელმისაწვდომი: 2 - დიდი შეფუთვა და 6 - შედარებით პატარა. Zellatos-ის პროდუქციიდან ყველაზე გაყიდვადი გემო წიწაკის არის.
Zellatos-ის პროდუქცია მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულზეა დაფუძნებული, რის გამოც ჯანსაღი სნექის ფასიც საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ღირებულებებზეა დამოკიდებული. ამ პირობების გათვალისწინებით, კომპანიას წლიურ ჭრილში პროდუქციის ფასის 15%-ით გაძვირებაც კი მოუწია.
Foodoliz არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც აწარმოებს ყველის სმუსნებს უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის. კომპანია დაარსდა 2018 წელს საქართველოში და მისი საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის სანელებლებით შეზავებული მარილიანი ყველის „სმუსნების“ დამზადება წარმოადგენს.