მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101.6
-0.0037
flag
AZN 1.6036
-0.0003
flag
CNY 37.943
-0.0002
flag
EUR 3.1287
-0.0086
flag
GBP 3.6632
-0.0054
flag
KZT 52.43
-0.0012
flag
TRY 0.0689
-0.0001
flag
USD 2.727
-0.0006

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „Generation Builders“ ისანში ახალ დეველოპერულ პროექტს ახორციელებს

news image

საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „Generation Builders“ ახალ დეველოპერულ პროექტს - „Tower Ketevan” მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის #62-ში ახორციელებს

პროექტის ჯამური ღირებულება 6.9 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.5 მლნდოლარს შეადგენს

აღნიშნული პროექტი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც 15 სართულიან საცხოვრებელ სახლს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს.

კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და 2026 წლის აგვისტოში დასრულდება

ინფორმაციისთვის, 31 ივლისის ჩათვლითსოლო მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებსშეიძინეთ ბინა Tower Ketevani-ში, თანხის მინ. 30%-იანი გადახდის შემთხვევაში  5%-იანი ფასდაკლებით, ხოლო, სრულად გადახდისას − 6%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკისთვის სამშენებლო დეველოპერულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა მაცხოვრებლებისთვის როგორც ყოველდღიური კომფორტს, ასევე საინვესტიციოდ მნიშვნელოვან პოტენციალს უზრუნველყოფს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი სახვაძემ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

19.06.2025.18:02

თბილისის ფოსტის ისტორიულ შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ განთავსების პირველი ობიექტია რეგიონში, რომელიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ორგანიზაციას - The Leading Hotels of The World-ს - შეუერთდა. პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს. 

პროექტი „სილქ დეველოპმენტმა“ განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 19 მილიონი ევრო იყო. 

ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს ერთი მხრივ, შენობის ძველი, ისტორიული იერსახე, მეორე მხრივ კი, ინტერიერის თანამედროვე დიზაინი გამოარჩევს: “ტელეგრაფი” სხვადასხვა კატეგორიის 239 ოთახს და 7 განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და ჯაზკლუბს აერთიანებს; ასევე, მოიცავს საკონფერენციო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. შენობის ზედა სართულზე გაიხსნება მსოფლიოში პირველი ბარი, რომელიც Rolling Stone-ის ბრენდირების ქვეშ იმუშავებს და სტუმრებს დედაქალაქის გამორჩეულ პანორამულ ხედებს შესთავაზებს. 

პროექტის დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Neri&Hu იმუშავა, რომელსაც ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის უდიდესი გამოცდილება აქვს. 

ხაზგასახმელია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მშპ-ს დაახლოებით 7%-ს შეადგენს - სწორედ ამიტომ ტურიზმის ხელშეწყობა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2024 წლის მონაცემებით, ბანკის სასესხო პორტფელი ამ სექტორში 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, 42%-მდე საბაზრო წილით კი თიბისი ბაზრის ლიდერია. 

„თიბისი და „სილქ როუდ ჯგუფი“ უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

“ლადო ალექსი-მესხიშვილის და თეიმურაზ მიქაშავიძის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშს, ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას, ახალი სიცოცხლე შესძინა რეკონსტრუქციამ და შესანიშნავმა დიზაინმა, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვან არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu. სასტუმრო ტელეგრაფი არის რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი ეტაპი. მჯერა, რომ ის თბილისში ახალი მიზიდულობის ადგილი გახდება უმაღლესი ხარისხის სერვისით და გამორჩეული დიზაინით”,- გიორგი რამიშვილი, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა