მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დასრულდა

news image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მისმა მრავალწლიანმა პარტნიორმა კომპანია „გრადა დეველოპმენტმა“ მულტიფუნქციური კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დაასრულა. კომპანია, დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ „გრადა პარკის“ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. 

გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე  შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს და ჯამში 582 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. 

„გრადა დეველოპმენტი უკვე 9 წელია მაცხოვრებლებს  თბილისის ყველაზე განვითარებად უბანში - დიღომში უსაფრთხო, კომფორტულ და სრულად განვითარებულ გარემოს სთავაზობს. „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინებში უკვე შესახლებულნი არიან მაცხოვრებლები. II, III და IV ბლოკები კი ეტაპობრივად, 2026 წლის დეკემბრამდე დასრულდება. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. კომპანია სამომავლოდ საქმიანობას კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.  ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სამ ახალ საცხოვრებელ პროექტზე, ალექსანდრე ყაზბეგის, მარშალ გელოვანისა და აკაკი წერეთლის გამზირებზე. თითოეული პროექტი გამორჩეულია მაღალი სამშენებლო სტანდარტებით, თანამედროვე არქიტექტურითა და მობინადრეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტებით. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია,  ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს  განხორციელებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ კიდევ  არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა