საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ახალი სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“ აშენდა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას რეგიონებში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, ახალი სავაჭრო ცენტრი, „გარდენ მოლი“ აშენდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში გორში, სამეფოს ქუჩა N70- ში 4 700 კვ.მ ფართობზე სავაჭრო ცენტრი აშენდა. სადაც არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი, ასევე კავეას კინოთეატრი იქნება წარმოდგენილი.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ახალი მოლი აშენდა, სადაც სხვადასხვა ბრენდი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, მომხმარებლებს მოლში არაეთი საკვები ობიექტი და კინოთეატრი დახვდებათ. სამომავლოდ კომპანიას არაერთი საინტერესო გეგმა აქვს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებს რეგიონებში მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
სხვა სიახლეები
01.07.2025.17:27
1980 წელს დღევანდელი რესპუბლიკის მოედანზე ისტორიული შენობა - თბილისის ცენტრალური ფოსტა და ტელეგრაფი გაიხსნა. პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრი, რომელმაც საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქები ერთმანეთთან დააკავშირა.
ტელეგრაფი თბილისში იყო პროგრესის, ცოდნისა და ახალ ეპოქის სიმბოლო, საერთაშორისო გზავნილებისა და ინფორმაციის მიმოცვლის ადგილი. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული ნაგებობა ბევრ ამბავსა თუ დიდ ისტორიას ინახავს, რომელიც დღესაც გრძელდება.
უფუნქციოდ დარჩენილი შენობის რეკონსტრუქცია და ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გარდაქმნა სილქ დეველოპმენტმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.
სასტუმრომ შეინარჩუნა არა მხოლოდ სახელი - ტელეგრაფი, არამედ არქიტექტურული ესთეტიკა.კონცეფციაზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდიამ Neri&Hu-ს იმუშავა, რომელიც სწორედ ისტორიული შენობების რეკონსტრუქციით, წარსულისა და აწმყოს არქიტექტურული ბალანსით გამოირჩევა და ამ მიმართულებით მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ტელეგრაფის პირვანდელი არქიტექტურა ლადო ალექსი‑მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. ფასადი მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით, რაც გამორჩეულ ვიზუალს ქმნის და მიესადაგება თბილისის ურბანულ ესთეტიკას. სასტუმროს განახლებულ დიზაინში კი ძველი შენობის თითქმის ყველა ავთენტური დეტალი და განსაკუთრებულობა არის შენარჩუნებული.
როგორც სილქ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა შურღაია, ამბობს, შენობის იდეაზე Silk Road ჯგუფმა ბევრი იფიქრა და კონცეფციაზე მუშაობაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ანდო:
„დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის, როგორ გარდავქმნიდით შენობას, როგორ დავაკავშირებდით წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან. Silk Road ჯგუფის მთავარი მიმართულება სტუმარმასპინძლობაა. გვსურს, რომ რეგიონში ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ, სასტუმრო „ტელეგრაფიც“ რესპუბლიკის მოედნის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი ყველა პროექტი მდგრადი, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ენერგოეფექტურია და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც დავიმკვიდრებთ სახელს“;
უნიკალურ ატმოსფეროში სასტუმრო 240-მდე ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბებს, ბარებს, საბანკეტო -საკონფერენციო დარბაზსა და ურბანულ პეიზაჟებს აერთიანებს.
„ტელეგრაფი“პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა საერთაშორისო ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რომელიც მსოფლიოს განსაკუთრებულ სასტუმროებთან თანამშრომლობს. აქ მოსახვედრად მომსახურების უმაღლეს სტანდარტთან ერთად, აუცილებელია სასტუმროს ჰქონდეს კულტურული ღირებულება, ინდივიდუალური იდეა და იყოს ავთენტური. ეს კი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს.
Silk Road ჯგუფმა მოახერხა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან, სერვისებთან ერთად შექმნა ისტორია, ადგილი, რომელსაც ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი. სივრცე, საიდანაც დაიწყო ურთიერთობები, დღესაც დააკავშირებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს ბანკისთვის სტუმარმასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. კომპანია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.