საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და აგრო მიმართულების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თელეთში, სოფელ კოდაში, ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა.
პროექტის ჯამური ღირებულება 4,657,053 ლარია, საიდანაც ბანკის ინვესტიცია 2,785,000 ლარს წარმოადგენს. ქარხანა 1701 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტში დასრულდა.
ქარხანამ უკვე გადაამუშავა 500 ტონამდე ნუში, მომდევნო წლებში კი კომპანია წარმადობის 700-1600 ტონამდე გაზრდას გეგმავს.
„აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განვახორციელეთ. თანამშრომლობა 2024 წელს დავიწყეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკი კომპანიის საჭიროებებს იზიარებს, მიდგომები კი მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ნუშის გულს, რომელიც ევრო სტანდარტების მიხედვითაა დაფასოებული. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, გავზარდოთ გადამუშავების მოცულობა და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე, ფარმინგ ქონსთრაქშენის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ფარმინგ ქონსთრაქშენმა პროდუქცია უკვე გაიტანა ექსპორტზე, სამომავლოდ კი დამატებითი ბაზრების ათვისებას გეგმავს. გარდა ამისა, ნუშის გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომპანიის გეგმებშია ქარხნის აღჭურვა ბლანშირების დანადგარით, რომელიც ხარჯებს დაზოგავს და პროდუქტს საექსპორტო ქვეყნებს მოთხოვნების შესაბამისად მიაწვდის.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და აგრო სექტორის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე ქარხნის აშენება შეძლო. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის ზრდას, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარვუდგენთ აგრო სექტორს", - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
სხვა სიახლეები
02.07.2025.18:45
ტექნოლოგიური სცენა, რომელიც გლობალურ ტრენდებსა და ადგილობრივ ინოვაციებს აერთიანებს — სწორედ ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ Change Inspire, ტექ. კონფერენცია, რომელიც ნიშური შეხვედრიდან საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ მოვლენად იქცა. წელს ღონისძიების Game Changer პარტნიორი საქართველოს ბანკია — ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც AI ინოვაციების მხარდამჭერია და მას ბიზნესის ტრანსფორმაციისთვისაც აქტიურად იყენებს.
Change Inspire კი უკვე მეექვსედ იმართება და კიდევ ერთხელ გვპირდება, რომ იქნება ადგილი, სადაც ინოვატორები შეხვდებიან ერთმანეთს,გაცვლიან გამოცდილებას და ერთად უპასუხებენ შეკითხვას — როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური პროგრესი რეალურ სამყაროში.
2025 წლის კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ყურადღებას ამჯერად სრულად ხელოვნურ ინტელექტზე ამახვილებს. სცენაზე კი ერთმანეთს გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები შეხვდებიან.
და მაინც, რა დაგხვდებათ Change Inspire-ზე? ამას ამ ბლოგით გაიგებთ.
რა არის Change Inspire?
Change Inspire — საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის გადაკვეთის წერტილებზე კონცენტრირდება. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. წელს კონფერენციაზე 40-ზე მეტ სპიკერსა და 600-ზე მონაწილეს ელოდებიან.
საქართველოს ბანკის რვა სპიკერი სცენაზე
საქართველოს ბანკი წელს რვა გამომსვლელით წარსდგება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ და მიმოიხილავენ, როგორ ეხმარება AI ბიზნესის ზრდას, ეფექტიანობას თუ ციფრულ ტრანსფორმაციას.
საქართველოს ბანკის სპიკერები იქნებიან
• ვაჟა მანტუა – Where BoG Tech Strategy Meets AI
• მიხეილ ნადარეიშვილი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia
• ედგარ ბრუტიანი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey
• თამარ გრიგალაშვილი, ნიკა ჭონიშვილი & ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI
• ალექსანდრე ხორბალაძე – AI Code Reviewer
• ნინო სასანია – The Power of Data Literacy
• გიორგი მერკვილაძე – Enterprise Data Repository
სამი სცენა
კონფერენცია რამდენიმე სცენას აერთიანებს— თითოეული სხვადასხვა სიღრმესა და ინტერესს ეხმიანება:
Champions Stage - ბიზნესის ლიდერების სცენაა, სადაც AI-ს მეშვეობით ინდუსტრიების გარდაქმნის ინოვაციური სტრატეგიები და ხედვები იქნება განხილული.
Tech Deep Dive Stage ტექ. პროფესიონალებისთვისაა — ამ სცენაზე ისაუბრებენ საუკეთესო საინჟინრო მიდგომებზე, AI-ს რეალურ გამოყენებასა და IT პროფესიონალებისთვის საინტერესო ქეისებზე.
Workshop Stage კი ინტერაქტიური და პრაქტიკული სივრცეა, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებს და მათი დანერგვის სტრატეგიებს.
რატომ უნდა დაესწრო?
• ნახავ, როგორ იყენებენ AI-ს წამყვანი კომპანიები პრაქტიკაში;
• გაიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ მომავალს;
• მოისმენ რეალურ ქეისებს საქართველოს ბანკის კულტურიდან;
• მიიღებ შთაგონებას და კონკრეტულ რჩევებს შენი კომპანიის ან იდეის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://changeinspire.ge/