საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ეთჰოუმი” მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ, ოთარ ჭილაძის N9-ში ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 17.2 მლნ. დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 12.2 მლნ.დოლარია.
აღნიშნული პროექტი 3,668 კვ.მ -ზე 19 სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საერთო ჯამში 114 ბინას, სასტუმროს ნომრებს, კომერციულ ფართებსა და საპარკინგე სივრცეს გააერთიანებს. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის პარტნიორები ვყოფილვართ. ამჯერად, კომპანია „ეთჰოუმი“მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს, რომელიც როგორც ბინებს, ასევე სასტუმროს ნომრებს გააერთიანებს. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ქუჩაზე მდებარეობს და ის არქიტექტურით, მრავალფუნქციურობითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. სამომავლოდ, კომპანია არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აღნიშნული სექტორის გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
სხვა სიახლეები
“აისრულე სურვილები სრულად“ - ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
28.11.2025.13:18
ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის ზამთრის ახალი კამპანია დაიწყო.
„აისრულე სურვილები სრულად“ - კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლები მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.
კამპანიის ფარგლებში, სამომხარებლო სესხი გაიცემა 0%-იანი გაცემის საკომისიოთი, ნომინალური 9.9%-დან, ეფექტური 12.22%-დან.
თანხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 80,000 ლარს, დაფარვის ვადა - 4 წლამდე.
სასურველი თანხის დამტკიცება, ან უკვე არსებული სესხის ლიმიტის გაზრდა, მარტივად, სრაფად და ბანკში ვიზიტის გარეშე შესაძლებელია ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან.
"აისრულე სურვილები სრულად" კამპანია გაგრძელდება 18 იანვრის ჩათვლით.
მათ, ვინც ჯერ არ არიან ლიბერთის მომხმარებლები, შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია: https://onboarding.lb.ge
მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის მობაილ ბანკით, შეუძლიათ მარტივად ჩამოტვირთონ აპლიკაცია: https://shorturl.at/x9moI