საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდა
31 ოქტომბერს თბილისში ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia (იქომერსის დღე) ჩატარდა, რომელმაც უკვე მესამედ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები ელექტრონული კომერციის თემაზე სასაუბროდ გააერთიანა. ღონისძიება იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის პარტნიორობით გაიმართა.
ღონისძიებაზე Amazon Web Services-ის, Google Cloud-ის, Amadeus-ის და სხვა გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები და სხვა. ღონისძიებას 400-მდე მონაწილე ესწრებოდა.
“იქომერსის დღე” არ არის მხოლოდ 1 დღიანი კონფერენცია, რომელიც იქვე სრულდება - ეს არის სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი პირდაპირ უერთდება გლობალური ელექტრონულ კომერციის ტენდენციებს. მომხმარებელთა ქცევა სწრაფად იცვლება, ამიტომ წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის ტექნოლოგიების გამოყენება - მთავარია მათი ჭკვიანურად, სტრატეგიულად მართვა. იქომერსის დღე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცოდნის გაზიარების გზით. ჩვენ უკვე მესამე წელია, ხელს ვუწყობთ ახალი პარტნიორობების შექმნას და ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას.დაწრმუნებულები ვართ, რომ ეს დღე როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში პროგრესის საფუძველი გახდება“, - აცხადებს იქომერს ასოციაცია - საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი.
„საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც თანამედროვე ფინანსური პროდუქტებით, ისე ცოდნის გაზიარებით აქტიურად უჭერს მხარს. მოხარული ვართ, რომ eCommerce Day Georgia 2025-ზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მსოფლიო ტენდენციებს გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკები. სწორედ ასეთი ღონისძიებები იქცევა კარგ პლატფორმად ახალი პარტნიორობების დასაწყებად და დარგის გასავითარებლად”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების ინოვაციების პარტნიორი იყო: Visa
პარტნიორები იყვნენ: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom
იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge