საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულების ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა შექმნა პლატფორმა ბიზნეს 360°-ი, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვისმრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს. პლატფორმის ნაწილია ბიზნეს შეხვედრები და ბიზნესკურსები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება.
ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძე ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ისაუბრა.
ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ:
ღონისძიებას ბიზნესის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა ვორკშოპში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ბუღალტრული პროცესების შესახებ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსიდან მიიღონ.
ნათია სხვიტარიძის ავტორობით შექმნილი ბიზნესკურსი „როგორ დავთვალოთ სწორად“ ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ ვიდეოლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი. კურსის დახმარებით გაეცნობით ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
„ბიზნესის საჭიროებების კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ კვლევების შედეგად მიღებული მიგნებებით ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის — როგორც ფიზიკური შეხვედრების, ისე დისტანციური სასწავლო რესურსების სახით. მათ შორისაა ღონისძიებები და კურსები საბუღალტრო თემატიკაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მზარდი დაინტერესება ამ პროექტების მიმართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გაძლიერებაში.“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje