მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო  - Hampton by Hilton Batumi Center გახსნა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 40.5 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 23 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდა. 

Hampton by Hilton Batumi Center ბათუმში, რუსთაველის #20-ში მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, რესტორნებთან  და გასართობ ობიექტებთან, რაც მას კომფორტულს ხდის როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის.  სასტუმრო 8 სართულიანია და ჯამში 143 ნომერს აერთიანებს. 

„ჩვენი ჯგუფის მიზანია ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება დავნერგოთ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Hampton by Hilton - ის აჭარის რეგიონში შემოყვანა. ეს არის Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც ბათუმში გაიხსნა. აქ მოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს, თანამედროვე დიზაინის ნომრებს და იმ კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ, რომელიც Hampton by Hilton-ის ბრენდისთვის გლობალურად არის დამახასიათებელი“, – განაცხადა ანა ჩხაიძემ, Hampton by Hilton Batumi Center-ის გენერალურმა მენეჯერმა.

„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ბიზნესებს, რომლებიც რეგიონების განვითარებას უწყობენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს უკავია. ბანკს და „ტურინვესტ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების მიმართულებით.  მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის Hampton - ის შემოსვლას შევუწყვეთ ხელი და  ბათუმში Hampton by Hilton - ის პირველი სასტუმრო გაიხსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი ნარსიამ.

ინფორმაციისთვის, Hampton by Hilton Batumi Center-ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Hilton Honors-ის ლოიალობის პროგრამით. მის ფარგლებში, იმ მომხმარებლებს, რომლებიც Hilton-ის ჯგუფში შემავალ სასტუმროებს პირდაპირ, ოფიციალური არხებით დაჯავშნიან,  შესაძლებლობა აქვთ დააგროვონ ქულები, ისარგებლონ სხვადასხვა ნომრის წინასწარი შერჩევის შესაძლებლობითა და სპეციალური ფასდაკლებებით.

Hampton by Hilton Batumi Center - ის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ stories.hilton.com- ზე.        

ნომრის დასაჯავშნად კი ეწვიეთ  ბმულს ან დარეკეთ ნომერზე +995 422 22 20 20.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს - მარიამ ქვრივიშვილი

14.03.2026.17:29

„საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ, ტურბულენტურ დროში შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხედვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო. მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმ ხედვასა და გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით აქვს.

„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარე ომები არამხოლოდ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისთვის. ამ ფონზე ერთადერთ სწორ გზად გვესახება მშვიდობის ტოტალური დაცვა, საერთო ინტერესებზე აგებული თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის უპირატესობების დემონსტრირება. ეს პოლიტიკა ბადებს ნდობას და ეს ნდობა გაამყარა ხელისუფლების მედეგობამ, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს. შედეგად ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა