საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბახმაროს თასი 2025 გაიმართება
საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესებისა და მათი ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, გასული წლების მსგავსად, ბანკი „ბახმაროს თასის“ მთავარი მხარდამჭერია.
„ბახმაროს თასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ისტორიული სპორტული ღონისძიებაა, რომლის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ბახმაროში დოღზე მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი მხედარი იღებს, სანახაობას კი ათობით ათასი სტუმარი ესწრება.
გამარჯვებულები ოთხი გარბენის ფარგლებში გამოვლინდებიან:
• „ნაბეღლავის თასი“;
• „გურიის თასი“;
• „გმირების თასი“;
• „ბახმაროს თასი“ მარულა;
„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, „ბახმაროს თასს“ მხარს უჭერს. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის. გვახარებს, რომ როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ დაიწყება. ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.