მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.1
-0.0018
flag
AZN 1.594
-0.0003
flag
CNY 38.026
-0.0022
flag
EUR 3.1127
-0.007
flag
GBP 3.5314
-0.0134
flag
KZT 51.63
-0.0011
flag
TRY 0.0644
0
flag
USD 2.7102
-0.0007

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბახმაროს თასი 2025“ გაიმართა - გაიცანით გამარჯვებულები

news image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2025“ გაიმართა. 

ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრებაყოველწლიურად 19 აგვისტოს, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება.

ტრადიციული დოღის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგა, რომელთა მანძილი 1.200, 2.400, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენდა და თითოეულში გამარჯვებული გამოვლინდა.

I გარბენი - „ნაბეღლავის თასი“

მისი გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილი კი ჯემალ გორგაძემ და ლიზი ხოფერიამ დაიკავეს.  

II გარბენი - „გურიის თასი“

გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გახდა. მეორე ადგილი კონსტანტინე კვაჭანტირაძემ, ხოლო მესამე - ნიკა ფერაძემ დაიკავა.

III გარბენი - „გმირების თასი“

შეჯიბრებაში გოგიტა კოწოწაშვილმა გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ  და ნიკა ფერაძემ  გადაინაწილეს. 

ღონისძიების მთავარი, IV გარბენის - “ბახმაროს თასი“ მარულას გამარჯვებული და  მთავარი პრიზის მფლობელი მფლობელი ნიკა ფერაძე გახდა. მეორე ადგილი თორნიკე თოდრიამ, ხოლო მესამე ადგილი ლუკა მჟავანაძემ დაიკავა. 

ღონისძიება წყაროს წყალი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დამუშავებული ტვირთების რაოდენობა 17%-ით, ხოლო საკონტეინერო გემების მიღების მაჩვენებელი 14%-ით არის გაზრდილი - APM Terminals Poti

05.11.2025.22:10

APM Terminals Poti-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, იანვარ-ოქტომბერში კომპანიამ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 10 თვეში 454 139 TEU კონტეინერი დამუშავდა. 

ამავდროულად, 10 თვის მონაცემებით, 14%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. ფოთის პორტში APM Terminals-მა წლის დასაწყისიდან დღემდე 299 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 262.

„რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 214 095 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 11%-ით მაღალი მაჩვენებელია. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 192 865 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 10 თვესთან შედარებით მომატებულია. 2025 წლის პირველ 10 თვეში 136 805 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 124 018 ტონა. 
2025 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 16 363 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 15 962 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, APM Terminals Poti-ის მიერ 2025-ში დამუშავდა 63 863 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 64 359 ავტომობილი“, - აცხადებენ APM Terminals Poti-ში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა