საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ნინო ოხანაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 28 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — „გუნდის შექმნა და მართვა“, რომელსაც ნინო ოხანაშვილი გაუძღვება.
ლექცია განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, სტარტაპის ან სხვა ტიპის ბიზნესისთვის ეფექტური გუნდი ჩამოაყალიბოს და მართოს.
შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ უნდა აქციონ გუნდი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობად. განხილული იქნება ის მთავარი პრინციპები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპებს ეფექტური გუნდის ფორმირებასა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.
ლექცია უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
• როგორ ავარჩიოთ გუნდის წევრები კომპანიის ღირებულებებისა და საჭირო კომპეტენციების მიხედვით?
• როგორ დავანაწილოთ როლები ისე, რომ გუნდში არსებობდეს თანამშრომლობის კულტურა?
• როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რაც გუნდის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს?
• რა პრაქტიკული მიდგომები გამოიყენება წარმატებულ სტარტაპებში გუნდის ეფექტური მართვისთვის?
ლექცია ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში, 28 მაისს, 20:00 საათზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი აზროვნების აკადემიის ვებსაიტზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმის — ბიზნეს 360° — ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.