მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბრენდინგის შესახებ ბიზნეს სესია გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 11 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება ლექცია თემაზე - „ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“, რომელსაც minds&marketing-ის დამფუძნებელი, მარიამ ბებიაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ძლიერი ბრენდის შექმნით ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრონ. შეხვედრაზე განხილული იქნება ბრენდის შექმნის პროცესი - რა ეტაპები უნდა გავიაროთ იდეის გაჩენიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე. თუ  როგორ შეუძლია ბრენდს, განსაზღვროს ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება.

მარიამ ბებიაშვილი ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ ვაქციოთ იდეა იდენტობად და ხელშესახებ ბრენდად?
  • როგორ ავაშენოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდი, რომლის მისიის გარშემოც ბევრ ადამიანს შემოვიერთებთ?
  • რა ეტაპები უნდა გავიაროთ ბრენდის შექმნის პროცესში?
  • როგორ განსაზღვროს ბრენდმა ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება?
  • რა როლს თამაშობს ბრენდინგი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში?

შეხვედრა 11 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ბიზნეს სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ისშემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

12.06.2025.10:59

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance პირველი AI in Finance Awards 2025-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებების ფარგლებში საქართველოს ბანკმა უმაღლესი აღიარება მოიპოვა. იგი საცალო და კორპორაციული მიმართულებებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული და პასუხისმგებლიანი დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული აღიარებაა. დაჯილდოების პროგრამა CGI-სთანგლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

ხელოვნური ინტელექტს ჩვენს სტრატეგიაში ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს. მას საფუძვლად უდევს ჩვენი მიზანი  — შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, პერსონალიზებული და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ დონეზე. ეს უმაღლესი შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე აღწევს“,  — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილისაქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში:

საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით — ქვეყნის დონეზე; საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით — რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);

საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — ქვეყნის დონეზე;

საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა