მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098.9
0.0069
flag
AZN 1.6115
-0.0006
flag
CNY 38.006
-0.0042
flag
EUR 3.0898
0.0212
flag
GBP 3.6702
0.027
flag
KZT 53.66
-0.0011
flag
TRY 0.0706
0
flag
USD 2.7406
-0.0009

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნეს სესია გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 21 მაისს ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გაიმართება ლექცია თემაზე - “ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი”, რომელსაც კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესისთვის ბაზარზე გამორჩეული პოზიცია იპოვონ. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული კვლევა ბიზნესის დარეგისტრირებამდე. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ბაზრის ეფექტური ანალიზისთვის, გაიგებენ კონკურენტების შესწავლის მეთოდებს და ხერხებს საკუთარი უპირატესობების აღმოსაჩენად. 

ვასკა ჩუბინიძე ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების კვლევა?
  • რომელია ის გავრცელებული შეცდომები, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესები საწყის ეტაპზე უშვებენ?
  • როგორ შეისწავლოს კონკურენტები და კვლევის რომელ მეთოდებს შეიძლება მიმართოს მცირე ბიზნესმა, როცა შეზღუდული რესურსით ოპერირებს?
  • რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სეგმენტაციასა და მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრას?

შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია - Borani River Tour

19.05.2025.18:00

გასული წლის მაისთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანია Borani River Tour - ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე ქიტიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალ სეზონს კომპანია გარკვეული სიახლეებით შეხვდა. 

 

„მაისის თვიდან სეზონი გავხსენით. განვაახლეთ ინტერიერი და ცვლილებები შევიტანეთ მენიუში. კერძოდ, უფრო მეტად დავამატეთ პოზიცია ქართული სამზარეულოსი, ასევე აზიური, ცოტა იტალიური და ცოტა ფრანგული იმიტომ რომ შესაბამისად ითხოვს ბაზარი. ჩვენთან ტურისტი ჩამოდის თითქმის ყველა ქვეყნიდან.  მაისის პირველ ორ კვირას თუ გავითალისწინებთ, წინა წელთან შედარებით მომხმარებლების საგრძნობი ზრდა შეინიშნება “, - ამბობს კონსტანტინე ქიტიაშვილი. 

 

Borani River Tour აქტიურად გეგმავს გაფართოებას და სხვადასხვა მცურავი საშუალებების დამატებას. 

 

„მოგეხსენებათ, შექმნილია საზღვაო და შიდა წყლების უსაფრთხოების სამსახური. აქამდე სამწუხაროდ შიდა წყლების ცურვებს მდინარეებზე, ტბებზე კანონი საერთოდ არ არეგულირებდა და ძალიან სუსტი საკანონმდებლო ბაზა იყო. შესაბამისად, ჩვენ  ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ორიენტირი არ გვქონდა როგორ უნდა გვექმოქმედა. ეხლა უკვე მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია დამტკიცებულიც არის და ამ კანონის მიხედვით რა თქმა უნდა ვეცდებით ბიზნესის გაფართოებას. დაინტერესებული ვართ მცურავი საშუალებების, სხვადასხვა ნავსაყუდელების დამატებით, საიდანაც შესაძლებელი იქნება სტუმრების მიღება, ჩასმა ადამიანების ნავებზე ან გემზე “- აცხადებს კონსტანტინე ქიტიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა