საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.
პროექტის ჯამური ღირებულება 230,000 დოლარია და ის სრულიად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავჭალაში, აგროჰაბის ცენტრალური წარმოების ტერიტორიაზე, 4,000კვ.მ ფართობზე, 625 kW (DC) სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. კონტრაქტორ კომპანიას კი საქართველოს ბანკის პარტნიორი და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია „Shine Energy” წარმოადგენს.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია „აგროჰაბი“ რომელთანაც დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ და ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ამჯერად მწვანე მიმართულებით ვთანამშრომლობთ. აღსანიშანავია ისიც, რომ ეს პროექტი საქართველოს ბანკის კიდევ ერთი პარტნიორ ბიზნესთან „Shine Energy”-სთან ერთად განხორციელდა, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ერთად მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge